OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, მარატ ნოზაძის ქუჩა, N 15

AR11081019New constructionOther use7 March 2025- Mukhiani
Sign in to follow

Decision

Decision number
7496651
Decision date
30 May 2025
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე ჩახმახაშვილი
Developer (company ID)
404917603

Parcel

Cadastral code
01.11.13.001.051
Owner
შპს "მერცხალი პირველი" (204572319)
Area
3,310 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11081019
Status
Not reviewed
Registered
7 March 2025
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
84 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 May 2025City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2025 წლის 14 მაისის N619 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად გაცნობებთ შემდეგს: დადგენილია, რომ არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7412006 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ალექსანდრე ჩახმახაშვილის 2025 წლის 3 მარტის №AR11081019 განცხადება ქალაქ თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა, №15, №01.11.13.001.051 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის სამუშაოების (საძირკვლის არ მქონე შენობა-ნაგებობის განთავსება) შეტყობინების შეთანხმების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციალიტეტის მერიის 2025 წლის 14 მაისის N619 ბრძანებით დაკმაყოფილდა ალექსანდრე ჩახმახაშვილის 2025 წლის 19 მარტის №19/01250782279 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7412006 ბრძანება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ქალაქ თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა, №15, №01.11.13.001.051 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც №AR11081019 განცხადებით მოთხოვნილი იყო I კლასის სამუშაოების (საძირკვლის არ მქონე შენობა-ნაგებობის განთავსება) შეტყობინების შეთანხმება არ წარმოადგენს ალექსანდრე ჩახმახაშვილის საკუთრებას, შესაბამისად, საჩივრის ავტორის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი 2025 წლის 7 მარტის №ARI1081019 განცხადებით მოთხოვნილ იქნა 1 კლასის სამუშაოების შეტყობინების შეთანხმება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელთან მიმართებითაც მისი სამართლებრივი კავშირი საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება. აღნიშნულ გარემოებას კი არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის თვალსაზრისით. შესაბამისად, მსგავსი საკითხის გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია განცხადებასთან დაკავშირებით კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ სამსახურის მიერ სრულად არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა შესწავლილი განმცხადებლის უფლებამოსილების საკითხი, რის გამოც არქიტექტურის სამსახური ვალდებულია ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმსჯელოს ხელახლა და სწორედ ამ გარემოების შეფასების შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში საკითხი არებითად არ შეფასებულა და ქალაქ თბილისის მუნიციალიტეტის მერიის 2025 წლის 14 მაისის N619 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7412006 ბრძანების კანონშეუსაბამობა არ დადგენილა. შესაბამისად, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ აღნიშნული ქალაქ თბილისის მუნიციალიტეტის მერიის 2025 წლის 14 მაისის N619 ბრძანების აღსრულების ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ განმცხადებლის უფლებამოსილების დადგენის საკითხი. ამასთან, სამსახური კიდევ ერთხელ, დამატებით განმარტავს, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების (შემდგომში №13-35 დადგენილება) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურის სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ამასთან, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში, სადაც მონიშნულ საპროექტო ადგილზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით სამშენებლო განვითარება არ არის გათვალისწინებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მითითებული განცხადება. თუმცა, ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე სამსახურს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ქალაქ თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა, №15, №01.11.13.001.051 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ითვალისწინებს მინდობილი პირის წარმომადგენლობას სამსახურში მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. თქვენ გეძლევათ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადა, დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში 2025 წლის 7 მარტის №ARI1081019 განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 30 May 2025Decision7496651 - Other
  3. 14 March 2025City answer
  4. 7 March 2025Files uploaded

Documents

Other files3

  • arsebuli surati central.pdfOpen ↗
  • ესკიზი.pdfOpen ↗
  • საპროექტო არეალი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal