OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა ლიახვი , N 25

AR11083081Construction permitOther use19 March 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7428134
Decision date
27 March 2025
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლიკა ალხაზიშვილი
Developer (company ID)
203836974

Parcel

Cadastral code
01.12.07.017.015
Owner
შპს ''რონიკო'' (203836974)
Area
729 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11083081
Status
Rejected
Registered
19 March 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 March 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 19 მარტის №AR11083081 განცხადებით მომართა ლიკა ალხაზიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 22 იანვრის №7352963 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება კონსტრუქციული პროექტის ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 22 იანვრის №7352963 ბრძანებით N01.12.07.017.015 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა დამხმარე ტექნიკური შენობა და ავტოფარეხის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2025 წლის 13 მარტის №7407942 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 13 მარტიდან 2027 წლის 13 მარტის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 22 იანვრის №7352963 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და შეთანხმებული კონსტრუქციული პროექტის წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი, შეცვლილი კონსტრუქციული პროექტით ჩანაცვლებას. განგიმარტავთ, რომ შეთანხმებულ კონსტრუქციულ პროექტში ცვლილების შეტანა არ წარმოადგენს არ წარმოადგენს „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“-ს ნომენკლატურით ცვლილების შეტანის საფუძველს. აღნიშნულისთვის საჭიროა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური ხარვეზი მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 March 2025Decision7428134 - Refused
  3. 19 March 2025Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal