OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , შანდორ პეტეფის ქუჩა N54

AR11087254Construction permitOther use14 April 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7452973
Decision date
23 April 2025
Outcome
Granted
Construction period
10 April 2025 – 10 April 2027
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
405382955

Parcel

Cadastral code
01.17.10.002.232
Owner
შპს "ა.რ.ტ." (404468820)
Area
1,921 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11087254
Status
Approved
Registered
14 April 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 April 2025City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 14 აპრილის №AR11087254 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.10.002.232 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 10 აპრილიდან 2027 წლის 10 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში დაფიქსირებული ნიშნულები არ ემთხვევა ამავე ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტის და კალენდარული გრაფიკის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში მე-4, მე-5 და მე-6 ეტაპებში მითითებული ნიშნულები, ამავე ბრძანებით შეთანხმებულ ჭრილებზე, ფასადებზე და გეგმებზე არ არსებობს. ამასთან, დგინდება, რომ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილ მშენებლობის ორგანიზების პროექტის და კალენდარული გრაფიკის მე-4, მე-5 და მე-6 ეტაპებში მითითებული ნიშნულები ფიქსირდება შეთანხმებულ ჭრილებზე, ფასადებზე და გეგმებზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-4, მე-5 და მე-6 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4) ძირითადი კარკასის მონტაჟი +10.40 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 5) ძირითადი კარკასის მონტაჟი +26.40 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 6) ძირითადი კარკასის მონტაჟი +42.40 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით)“. 2. სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტით და კალენდარული გრაფიკით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 აპრილის №7443676 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 April 2025Decision7452973 - Granted
  3. 14 April 2025Files uploaded

Documents

Other files1

  • მოპი შანდორ პეტეფი N54 14.04.2025.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal