OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი, N 154

AR11087870Construction permitOther use17 April 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7479731
Decision date
15 May 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თენგიზ ცუცქირიძე
Developer (company ID)
400034039

Parcel

Cadastral code
01.12.01.003.107
Owner
შპს "ალთენი" (400034039)
Area
5,945 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11087870
Status
Approved
Registered
17 April 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 May 2025City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 17 აპრილს №AR11087870 განცხადებით მომართა თენგიზ ცუცქირიძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 01 მაისის №143296 შეთანხმდა №01.12.01.003.099 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მიწისქვეშა ნაგებობის გამოყენებით ავტოგაზგასამართი სადგურის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №395852 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.01.003.099 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მიწისქვეშა ნაგებობის გამოყენებით ავტოგაზგასამართი სადგურის მოწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2013 წლის 18 მარტის №593048 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.01.003.107 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაზგასამართი სადგურის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2013 წლის 07 მაისის №674559 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.01.003.107 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაზგასამართი სადგურის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2018 წლის 26 სექტემბრის №4188226 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.01.003.107 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებით კვლავ შეთანხმდა №01.12.01.003.107 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული გაზგასამართის (ავტოგასამართი კომპლექსი) რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებელი ითხოვს, სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, განმცხადებელს სურს აღნიშნული ბრძანებიდან ამოღებული იქნას საოფისე, კომერციული, საზაფხულო, მანსარდის და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობები. განმცხადებელს, ასევე სურს სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად დაფიქსირდეს 122.3 კვ.მ., საწარმოო ფართობად - 122.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 122.3 კვ.მ., ასევე, სამშენებლო მოცულობად 429.18 (კუბ.მ)., 0.00 ნიშნულს ზევით 37.5 (კუბ.მ), 0.00 ნიშნულს ქვევით 391.68 (კუბ.მ). დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2018 წლის 25 დეკემბრის №AR1651430 განცხადებით მოთხოვნილ იქნა გაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა რომ კორექტირება ეხებოდა მხოლოდ საწარმოო ფართობს. თუმცა, სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად დაფიქსირდა სხვა ტენიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიც (საოფისე, კომერციული, საზაფხულო, მანსარდის და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობები). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას: საოფისე ფართობი 26.7 კვ.მ., კომერციული ფართობი 34.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 48.7 კვ.მ., მანსარდის ფართობი 626.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 38.4 კვ.მ. 1.2. ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად დაფიქსირდეს 122.3 კვ.მ., საწარმოო ფართობად 122.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 122.3 კვ.მ., ასევე, სამშენებლო მოცულობად 429.18 (კუბ.მ)., 0.00 ნიშნულს ზევით 37.5 (კუბ.მ), 0.00 ნიშნულს ქვევით 391.68 (კუბ.მ). 1.3. სამსახურის 2018 წლის 10 აპრილის №4188226 და 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებით შეთანხმებული „დისპანსერების კუნძულის გეგმა ფარდულის ქვეშ“ და „რეზერვუარების სარკოგაფის გეგმა“ ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 იანვრის №4342200 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 15 May 2025Decision7479731 - Granted
  3. 14 May 2025City answer
  4. 14 May 2025Files uploaded
  5. 8 May 2025City answer
  6. 8 May 2025Files uploaded
  7. 5 May 2025City answer
  8. 2 May 2025Files uploaded

Documents

Drawings and project files3

  • გეგმები - ფართობებით.dwg
  • გეგმები - ფართობებით.pdfOpen ↗
  • გეგმები - ფართობებით- კროკებით.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal