OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 113

AR11088002Construction permitOther use22 April 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7455955
Decision date
23 April 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მიხეილ ჯინჭარაძე
Developer (company ID)
405653181

Parcel

Cadastral code
01.18.09.009.026
Owner
შპს "კოლოსი კრწანისი" (405653181)
Area
14,123 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11088002
Status
Approved
Registered
22 April 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 April 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 22 აპრილს №AR11088002 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებით შეთანხმდა №01.18.09.009.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული, სასტუმრო) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 12 მარტის №7408473 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 12 მარტიდან 2028 წლის 12 მარტის ჩათვლით ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საერთო ფართობად 55506.4 კვ.მ-ის ნაცვლად 54235.8 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 15577.1 კვ.მ-ის ნაცვლად 15563.5 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 4894.2 კვ.მ-ის ნაცვლად 4894.9 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 2161.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2168.6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4948.5 კვ.მ-ის ნაცვლად 3429.3 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 5548.4 კვ.მ-ის ნაცვლად 5767.9 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 12835.2 კვ.მ-ის ნაცვლად 12836.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე სურს სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 34 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882025281065; მომზადების თარიღი: 17/03/2025 წ.) №01.18.09.009.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს კოლოსი კრწანისი (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405653181). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს კოლოსი კრწანისის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ამირან ანდღულაძე. 2025 წლის 05 მარტის №AR11080684 განცხადებაზე წარმოდგენილი 2025 წლის 11 მარტის №250274614 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მიხეილ ჯინჭარაძის უფლებამოსილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 54235.8 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 15563.5 კვ.მ., საოფისე ფართობად 4894.9 კვ.მ., კომერციულ ფართობად 2168.6 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3429.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 5767.9 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად 12836.0 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 34 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებით შეთანხმებული „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 თებერვლის №7378705 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 April 2025Decision7455955 - Granted
  3. 22 April 2025Files uploaded
  4. 21 April 2025Files uploaded

Documents

Drawings and project files2

  • გეგმა არქიტექტურა.pdfOpen ↗
  • გეგმა არქიტექტურა 22-04.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal