ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N9 / ლიპტოვის ქუჩა N8; ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N30
Decision
- Decision number
- 7486087
- Decision date
- 21 May 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ელგუჯა პატაშური
- Developer (company ID)
- 404906722
Parcel
- Cadastral code
- 01.12.21.001.635
- Owner
- შპს "ჯინო პარკი" (404906722)
- Area
- 11,908 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 10 October 2026
Plots and zoning
- 01.12.21.001.635Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11090005
- Status
- Approved
- Registered
- 5 May 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 May 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 05 მაისს №AR11090005 განცხადებით მომართა ელგუჯა პატაშურმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.21.001.635 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: კომერციულ ფართობად 378.79 კვ.მ-ის ნაცვლად 378.8 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1810.29 კვ.მ-ის ნაცვლად 1808.7 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1677.85 კვ.მ-ის ნაცვლად 1769.8 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 1487.45 კვ.მ-ის ნაცვლად 1395.3 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 4899.3 კვ.მ-ის ნაცვლად 4899.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 12130.5 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 12130.5 კვ.მ., კომერციულ ფართობად 378.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1808.7 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1769.8 კვ.მ., დამხმარე ფართობად 1395.3 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად 4899.7 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა, გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2025 წლის 01 მაისის №7465064 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 May 2025Decision7486087 - Granted
- 19 May 2025City answer
- 19 May 2025Files uploaded
- 15 May 2025City answer
- 15 May 2025Files uploaded
- 5 May 2025Files uploaded
- 5 May 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal