ქალაქი თბილისი, მარატ ნოზაძის ქუჩა, N 20
Applicant
- Name
- მარიამ თოლორაია
- Developer (company ID)
- 404587318
Parcel
- Cadastral code
- 01.11.12.015.152
- Owner
- ხათუნა გოგინაშვილი (P/N: *********09)
- Area
- 6,873 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.12.015.152Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11091641
- Status
- Approved
- Registered
- 19 May 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 May 2025City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 19 მაისს №AR11091641 განცხადებით მომართა მარიამ თოლორაიამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.12.015.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 27 ივნისიდან, 2026 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებაში არასწორად არის მითითებული საპროექტო ობიექტის ბლოკის ნომერი. კერძოდ: „ბ“ ბლოკის ნაცვლად მითითებულია „ა“ ბლოკი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 27 ივლსს №AR1980923 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.11.12.015.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. განმცხადებელი, მოთხოვნის ტექსტში განმარტავდა რომ სურდა „ბ“ ბლოკის კორექტირება. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებლის მიერ ფუქნციური დანიშნულების ველში მითითებული იქნა „ბ“ ბლოკი. ამასთან, გენ-გეგმაზეც საპროექტო ობიექტად მითითებული იქნა „ბ“ ბლოკი. სამსახურმა, იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად „ბ“ ბლოკის ნაცვლად „ა“ ბლოკი დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „ა“ ბლოკის ნაცვლად დაფიქსირდეს „ბ“ ბლოკი. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103361 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 May 2025Files uploaded
Documents
Other files1
- Binder1.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal