ქალაქი თბილისი, ციხისძირის ქუჩა, N 69
Decision
- Decision number
- 7488681
- Decision date
- 23 May 2025
- Outcome
- Granted
- Construction period
- 25 April 2025 – 25 April 2027
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მაზიაშვილი
- Developer (company ID)
- 405580198
Parcel
- Cadastral code
- 01.17.11.010.004
- Owner
- სააქციო საზოგადოება თბილაბრეშუმი "ცისარტყელა" (200003174)
- Area
- 5,736 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.11.010.004Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11092172
- Status
- Approved
- Registered
- 21 May 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 May 2025City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 21 მაისის №AR11092172 განაცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანებით №01.17.11.010.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2025 წლის 27 თებერვლის №7394921 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 25 აპრილიდან 2027 წლის 25 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "თბილაბრეშუმი" (ს/ნ: 200003174). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს "თბილაბრეშუმი"-ს (ს/ნ: 200003174) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „კ3 თაუერ“-ის (ს/ნ: 405580198) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882025482635, მომზადების თარიღი: 07/05/2025 წ.) თანახმად №01.17.11.010.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს "კ3 თაუერ" (ს/ნ: 405580198). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24068291; მომზადების თარიღი: 29/05/2024 წ.), შპს „კ3 თაუერ“-ის (ს/ნ: 405580198) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს - კახაბერ კაჩუხაშვილი (პ/ნ: 60801162157). სამსახურში 2025 წლის 9 მაისის AR11090654 განცხადებით წარმოდგენილია კახაბერ კაჩუხაშვილის (პ/ნ: 60801162157) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N230299171 თარიღი: 09.03.2023 წ.) შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.17.11.010.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "კ3 თაუერ" (ს/ნ: 405580198) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „კ3 თაუერ“-ის (ს/ნ: 405580198) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "თბილაბრეშუმი"-ს (ს/ნ: 200003174) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს "კ3 თაუერ" (ს/ნ: 405580198). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7456774 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 May 2025Decision7488681 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal