OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ძოწის , N 2

AR11094689Construction permitOther use13 June 2025- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
7518922
Decision date
17 June 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ლეჟავა
Developer (company ID)
405589395

Parcel

Cadastral code
01.14.01.008.097
Owner
შპს "თეთრი კვადრატი მინდელზე" (405589395)
Area
4,179 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11094689
Status
Approved
Registered
13 June 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 June 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 13 ივნისს №AR11094689 განცხადებით მომართა გიორგი ლეჟავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებით №01.14.01.008.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 7 აპრილიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 8 აპრილის №7442025 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, მოთხოვნილია ავტოსადგომის ფართობად 680.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1781.4 კვ.მ-ის დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882025356913, მომზადების თარიღი: 31/03/2025) №01.14.01.008.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "თეთრი კვადრატი მინდელზე" (405589395). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22163014, მომზადების თარიღი: 30/12/2022), შპს "თეთრი კვადრატი მინდელზე"-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შორენა დარჩიაშვილი (პ/ნ: 01015005334). 2025 წლსი 14 თებერვლის №AR11077914 განცხადებით წარმოდგენილია შორენა დარჩიაშვილის მიერ გიორგი ლეჟავას სახელზე გაცემული 2025 წლის 24 იანვრის მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობის ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და საერთო ფართობი 13839.2 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება - 14939.8 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: ავტოსადგომის ფართობი: 1781.4 კვ.მ., საერთო ფართობი 14939.8 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებით შეთანხმებული -6.2 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 17 June 2025Decision7518922 - Granted
  3. 13 June 2025Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal