ქალაქი თბილისი, მიხა ხელაშვილის ქუჩა, N 13ა
Decision
- Decision number
- 7537957
- Decision date
- 3 July 2025
- Outcome
- Granted
- Construction period
- 22 April 2025 – 22 September 2026
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თენგიზ გოგინაშვილი
- Developer (company ID)
- 417881215
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.014.338
- Owner
- შპს ,,ორტამ 2007" (204531792)
- Area
- 10,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.014.338Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11097105
- Status
- Approved
- Registered
- 25 June 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 July 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 25 ივნისს №AR11097105 განცხადებით მომართა თენგიზ გოგინაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7413682 ბრძანებით, №01.72.14.014.338 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანებაში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის განხორციელების მე-4 ეტაპში მითითებული ნიშნულები არ შეესაბამება საპროექტო ობიექტის ნიშნულებს. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი შეადარა სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7413682 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას (მათ შორის, გეგმებს, ჭრილებს) და დაადგინა რომ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში, ისევე როგორც სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა ნიშნულები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „IV. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან: 0.00 დან----6.30 მ-მდე; 6.30 დან----12.90 მ-მდე; 12.90 დან----19.50 მ-მდე; 19.50 დან----26.10 მ-მდე; 26.10 დან----32.70 მ-მდე; 32.70 დან----35.60 მ-მდე“. 1.2 აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7454652 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 July 2025Decision7537957 - Granted
- 25 June 2025Files uploaded
Documents
Other files1
- პოსი ტექნიკური ხარვეზი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal