ქალაქი თბილისი , ვაკის რაიონი ; ქალაქი თბილისი , ნაფეტვრებისაკენ მიმავალ გზაზე, (ნაკვეთი 03/003) ; ქალაქი თბილისი , ნაფეტვრებისაკენ მიმავალ გზაზე, (ნაკვეთი 03/004)
- Total floor area
- 13,512.8 m²
- Building footprint
- 15,396.6 m²
- Residential area
- 6,210.5 m²
- Plot area
- 81,065 m²
- Height
- 26.1 m
- Depth below ground
- 9.3 m
- Building volume
- 50,808.8 m³
Figures as the applicant entered them in the form; not verified.
Decision
- Decision number
- 7544626
- Decision date
- 7 July 2025
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლუკა ჩაგანავა
- Developer (company ID)
- 405447903
People
- Client
- Name
- ვაჟა ჩოფიკაშვილი
- Personal number
- *********22
- Organization
- სს გრინ ქეფითალი
- Company code
- 405447903
- Chief architect
- Name
- ლუკა ჩაგანავა
- Personal number
- *********74
- Organization
- შპს ნს სტუდიო
- Company code
- 404496933
- Specialistსაჭიროების შემთხვევაში მომიჯნავე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა
- Name
- ალექსანდრე მჭედლიშვილი
- Specialistარქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან
- Name
- ნინო მენთეშაშვილი
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.14.06.004.003
- Owner
- სააქციო საზოგადოება "გრინ ქეფითალ" (405447903)
- Area
- 81,065 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.14.06.004.003Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-3
- K1
- 0.3
- K2
- 1
- K3
- 0.5
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11097152
- Status
- Not reviewed
- Registered
- 25 June 2025
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 July 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: 1.. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს, წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული ბლოკი და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამის ველებში. გეგმებში წარმოდგენილი ზედმეტი ბლოკები ამოღებულ იქნას დოკუმენტაციიდან. მიმდინარე განაცხადზე წარმოადგინეთ მხოლოდ ის ბლოკები, რომლებსაც აქვთ სამანქანო კავშირი ავტოსადგომების სართულზე (მაგ. B11; B3; B4). საპროექტო ბლოკის გეგმები დამუშავდეს დეტალურად, სხვა ბლოკები დაიტანეთ მკრთალად. ნახაზებზე დაიტანეთ საკადასტრო საზღვრები შესაბამისი მანძილებით. დაკორექტირდეს ნიშნულები ბლოკის შესაბამისად, ცვლილება აისახოს ნახაზებსა და შესაბამისობის ცხრილებში. ჭრილები და ფასადები წარმოადგინეთ კონკრეტული ბლოკისთვის. დაიტანეთ გრუნტი, საკადასტრო საზღვრები. წარმოადგინეთ საპროექტო ბლოკის ყველა ფასადი. წარმოადგინეთ არსებულ ფოტოსურათზე დამუშავებული საპროექტო ბლოკის ფოტომონტაჟი მასალებისა და გაბარიტული ზომების მითითებით. წარმოადგინეთ გრუნტის ცვლილების გეგმა და გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის მისაღები. დეტალურად დაიტანეთ გზების დახრა. გეერგეს შესაბამისად დაიტანეთ რეგულირების ხაზები და სპორტული მოედნები. 2.. წარმოადგინეთ სს თელასის თანხმობა და დამოწმებული გენგეგმა გადატანილი ხაზოვანი დატანით, ასევე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ დამოწმებული გენგეგმა. წარმოადგინეთ „ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის“ თანხმობა 3.. წარმოადგინეთ უახლესი მდგომარეობის ამსახველი რეალურად დათარიღებული ფოტოსურათები. კონტურის სახით მონიშნეთ საპროექტო ნაკვეთი 4... საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას კვალიფიციურად შესრულებული საპროექტო გენ.გეგმა გენ.გეგმა უნდა მოიცავდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს, ღერძების ხაზებს, გაბარიტულ და ღერძულა ზომებს, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების გრუნტთან მიბმის მონაცემებს/ნიშნულებს, გადახურვის ნიშნულებს, ატმოსფერული ნალექების გადასვლის მაჩვენებლებს, გამწვანებას და სხვა კეთილმოწყობის ასპექტებს (ტროტუარი, გზა და ა.შ). 5... გასასვლელთან მისადგომის შემოზღუდულ გზა-კიბეებში აკრძალულია ისეთი გაყვანილობები, რომლებიც არ არის აუცილებელი გასასვლელთან მისადგომის შემოზღუდული გზა-კიბეებისთვის. აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდეს საინჟინრო სქემები და წარმოდგენილ იქნას სრულად. 6.. წარმოდგენილ იქნას დოკუმენტაცია ურბანული განვითარების სააგენტოს 16-01251832748 წერილის შესაბამისად. 7.. არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილში შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი გეგმები და ნიშნულები (ასევე საანგარიშო მოდელში), ღერძების დასახელებები. კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო შეფასებაში შესწორდეს ექსპერტ-კონსტრუქტორის გვარი. გაითვალისწინეთ კონსტრუქციულ ნაწილის ცვლილების შემთხვევაში წარმოსადგენი იქნება განახლებული კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო შეფასება. 8...გეოლოგია: 1. ანგარიშის ავტორის ხელმოწერაში იკვეთება კომპიუტერული მანიპულაცია (სხვა დოკუმენტიდან ამოჭრა - კოპირება და შემდგომ წარმოდგენილ დოკუმენტში ჩასმა), რაც დაუშვებელია. ხელმოწერა უნდა იყოს ყველგან სველი ან იუსტიციის სამინისტროს მიერ გაციფრულებული. 2. ანგარიშის ტექნიკურ დავალებას აკლია დავალების გამცემი პასუხისმგებელი პირის - დამკვეთის შპს „ნს სტუდიო“-ს დირექტორის ინიციალები და მისი სველი ან ციფრული წესით შესრულებული დათარიღებული ხემოწერა (ს.ნ. და წ. 1.02.07–87). ტექნიკურ დავალებაში მრავლად არის ორთოგრაფილული ხარვეზი, რაც ჩასასწორებელია. 3. ანგარიშის მე-14 გერდზე ტექსტში, მე-2 აბზაცი აზრობრივად ლოგიკურად არ ებმის მე-3 აბზაცს. შინაარსი გაწყვეტილია და იკვეთება გამოტოვებული ტექსტი. 4. ვინაიდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ 2019 წელს ჩატარებული, “ქ, თბილისის გეოლოგიური საფრთხეების შეფასების ანგარიში”-ს გეოლოგიური საფრთხეების ზონირების მიხედვით, საკვლევი უბანი მდებარეობს მაღალი გეოლოგიური და გეოდინამიკური საფრთხის ზონაში, თან სამშენებლო მოედანი, ანგარიშს თანდართული ტოპოგეგმიდან გამომდინარე, უნდა მოეწყოს ფერდობზე და ფერდობის ძირში, ამიტომ ანგარიშში საჭიროა რეკომენდაციის სახით, დასკვნებისა და რეკომენდაციების თავში ხაზგასმით განიმარტოს - გარემოს გეოდინამიკური წონასწორობის დარღვევის პირობებში, დამატებითი დამცავი ღონისძიებების გატარება, გარდა ანგარიშში ნახსენებისა, კიდევ ხომ არ არის საჭირო ზემოთ აღნიშნული გეოლოგიური და გეოდინამიკური საფრთხეების და რისკების თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად. რამეთუ სამუშაოების დაწყების, დასრულების და შენობის ექსპლოატაციაში ჩაშვების შემდგომ, ანუ გეოგარემოს წონასწორობის დარღვევის შემდგომ, შესაძლებელია განვითარდეს გარკვეული სახის გეოდინამიკური მოვლენები და საფუძველი ჩაეყაროს შემდგომში გეოდინამიკური პროცესის ჩასახვა-განვითარებას, რაც გამოიწვევს შენობების შემდგომ დეფორმაციას. ამასთან სამშენებლო მოედანი მდებარეობს მდ. ვერეს სწრაფად ეროზირებად ხეობაში. 5. ანგარიშის მიხედვით საკვლევ სამშენებლო მოედანზე გაყვანილია 15 – 18 მ-ის 17 ჭაბურღილი. ანგარიშს თანდართულ ფოტომასალაზე არსად ჩანს ჭაბურღილების აღწერის ამსახველი ფოტომასალა. კერძოდ საკერნე ყუთებში, ჭაბურღილებიდან ამოღებული, ჭაბურღილების სიღრმის-და მიხედვით ჩაწყობილი კერნები - შესაბამისად საჭიროა წარმოდგენილ ანგარიშს თანდაერთოს ანგარიშის ავტორის შემსრულებელი ინჟინერ გეოლოგის მიერ ხელმოწერილი (ციფრულად ან სველი წესით) და დათარიღებული დასაბუთებული დეტალური განმარტება, აღნიშნულის თაობაზე. კორექტირებული გეოდოკუმენტაცია არ მიიღება რაციონალური დეტალური ახსნა-განმარტების გარეშე. ამასთან ზემოთ აღნიშნულის არ დანახვის და თავის დროზე ანგარიშის ავტორისადმი შენიშვნის არ მიცემის თაობაზე, საჭიროა წარმოდგენილ ანგარიშს თანდაერთოს ანგარიშის ექსპერტის მიერ ხელმოწერილი (ციფრულად ან სველი წესით) და დათარიღებული დასაბუთებული დეტალური ახსნა - განმარტება. კორექტირებული გეოდოკუმენტაცია არ მიიღება ექსპერტის დეტალური რაციონალური ახსნა-განმარტების გარეშე. 6. ანგარიშს თანდართულ, „სსიპ. გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, საინჟინრო გეოლოგიური ანგარიშების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის, საინჟინრო გეოლოგიური ანგარიშების ლაბორატორიის“ უწყისს, ყველა გვერდზე აკლია აღნიშნული ინსტიტუტის, საინჟინრო გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის უფროსის და სამუშაოს ხელმძღვანელი მთავარი მეცნიერ თანამშრომელის, აკადემიური დოქტორის პროფ. ბალიაშვილის ციფრული წეწსით შესრულებული ხელმოწერები. 7. ანგარიშის მიხედვით გაყვანილია 15 – 18 მ - ის 17 ჭაბურღილი ნაყარ გრუნტსა და გამოფიტულ ქვიშაქვებსა და არგიილიტებში, რაც, ანგარიშის მიხედვით გაგრძელდა სულ 2 დღე - 2024 წლის 7 და 8 დეკემბერი. რაც რაციონალურობას არის მოკლებული, ვინაიდან სხვადასხვა კლასის ქანებსა თუ გრუნტებში ბურღვას, ს/გეოლოგიური ჭაბირღილების ბურღვის სტანდარტების მიხედვით, ჭირდება გარკვეული დრო და პროცედურების დაცვა, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს. ამიტომ ანგარიშში მითითებული ჭაბურღილების რაოდენობის გაყვანას, ანგარიშში მოცემულ ქანებში, ჭირდება ანგარიშში მითითებულ პერიოდზე მეტი დრო, შესაბამისად საჭიროა წარმოდგენილ ანგარიშს თანდაერთოს ანგარიშის ავტორის შემსრულებელი ინჟინერ გეოლოგის მიერ ხელმოწერილი (ციფრულად ან სველი წესით) და დათარიღებული დასაბუთებული დეტალური განმარტება, აღნიშნულის თაობაზე. კორექტირებული გეოდოკუმენტაცია არ მიიღება რაციონალური დეტალური ახსნა-განმარტების გარეშე. ამასთან ზემოთ აღნიშნულის არ დანახვის და თავის დროზე ანგარიშის ავტორისადმი შენიშვნის არ მიცემის თაობაზე, საჭიროა წარმოდგენილ ანგარიშს თანდაერთოს ანგარიშის ექსპერტის მიერ ხელმოწერილი (ციფრულად ან სველი წესით) და დათარიღებული დასაბუთებული დეტალური ახსნა - განმარტება. კორექტირებული გეოდოკუმენტაცია არ მიიღება ექსპერტის დეტალური რაციონალური ახსნა-განმარტების გარეშე. 8. საექსპერტო შეფასებას აკლია ექსპერტის ციფრული ხელმოწერა. Adobe-ს პროგრამა აჩვენებს, რომ ციფრული ხელმოწერის ადგილი ცარიელია. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნას კორექტირებული და განახლებული დოკუმენტაცია შენიშვნების გათვალისწინებით. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 7 July 2025Decision7544626
- 4 July 2025City answer
- 3 July 2025Files uploaded
- 2 July 2025Files uploaded
- 2 July 2025Files uploaded
- 2 July 2025Files uploaded
- 2 July 2025Files uploaded
- 2 July 2025Files uploaded
- 2 July 2025Files uploaded
- 2 July 2025Files uploaded
- 1 July 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
- 25 June 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files12
Reports and surveys5
Other files18
Show all (18)Show less
- სატრანსპორტო_კვლევა_საპატრულოს წერილები.pdfOpen ↗
- სატრანსპორტო კვლევა.pdfOpen ↗
- ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე - დენდროლოგიური პროექტი.pdfOpen ↗
- ენერგოეფექტურობა - გაერთიანებული.pdfOpen ↗
- 25.06.24_სიმაღლის განსაზღვრის სქემა.pdfOpen ↗
- ფოტომონტაჟი აქსონომეტრიული ხედები.pdfOpen ↗
- 25.06.24_სიმაღლის განსაზღვრის სქემა.pdfOpen ↗
- 250625 -gruntis cvlileba-A101.pdfOpen ↗
- ხაზობრივები_გაერთიანებული_'.pdfOpen ↗
- 04.A ბლოკის ენერგოეფექტურობის დეკლარაცია.pdfOpen ↗
- ადგილის ფოტოები.pdfOpen ↗
- ხაზობრივები_გაერთიანებული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal