ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N38
Decision
- Decision number
- 7538436
- Decision date
- 2 July 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კონსტანტინე ურუშაძე
- Developer (company ID)
- 208142491
Parcel
- Cadastral code
- 01.19.34.003.237
- Owner
- შპს "სამება-90" (208142491)
- Area
- 6,070 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.34.003.237Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11097213
- Status
- Approved
- Registered
- 24 June 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 July 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 24 ივნისს №AR11097213 განცხადებით მომართა კონსტანტინე ურუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანებით, №01.19.34.003.237 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ ბლოკის არქიტექტურული პროექტი. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანებით შეთანხმებული ფასადების, ჭრილებისა და სიმაღლის განსაზღვრის ჭრილების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილით, ვინაიდან, როგორც განმცხადებელი განმარტავს, აღნიშნული დოკუმენტაცია შეუსაბამოა აბსოლუტური ნიშნულის მითითების ნაწილში. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფასადები, ჭრილები და სიმაღლის განსაზღვრის ჭრილი (1-1) შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ აღნიშნულ დოკუმენტაცია, აბსოლუტური ნიშნულის მითითების ნაწილში, შეუსაბამოა შეთანხმებულ გეგმასთან. შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებული დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა და შეთანხმებული ფასადების, ჭრილებისა და სიმაღლის განსაზღვრის ჭრილის (1-1) ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანებაში და შეთანხმებული ფასადები, ჭრილები და სიმაღლის განსაზღვრის ჭრილი (1-1) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული ფასადებით, ჭრილებითა და სიმაღლის განსაზღვრის ჭრილით (1-1). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481577 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 July 2025Decision7538436 - Granted
- 1 July 2025City answer
- 1 July 2025Files uploaded
- 24 June 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- ფასადები+ჭრილები+სიმაღლის სხივი კორექტირებული ნულით.pdfOpen ↗
Other files1
- ტექნიკური ხარვეზი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal