ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ქუჩა ვეფხისტყაოსანი , N 16
Decision
- Decision number
- 7543842
- Decision date
- 8 July 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამარ გვარამია
- Organization
- 14547
- Developer (company ID)
- 204955076
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.034.471.01.517
- Owner
- შპს "ესთელაინი" (204955076)
- Area
- 118 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.034.471.01.517Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11098275
- Status
- Approved
- Registered
- 1 July 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 July 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 1 ივლისს №AR11098275 განცხადებით მომართა თამარ გვარამიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მონაცემებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსანის ქუჩა №16-ში არსებულ ფართის ფასადზე (ს/კ: №01.72.14.034.471.01.517) აბრების დემონტაჟის შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში თანხმობის ტექსტის ნაცვლად შულადური გადაწყვეტილების ტექსტი არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 2025 წლის 23 ივნისს NAR11096917 განცხადებით სამსახურს მომართა თამარ გვარამიამ და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსანის ქუჩა №16-ში არსებულ ფართის ფასადზე (ს/კ: №01.72.14.034.471.01.517) აბრების დემონტაჟთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილებით. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების ტექსტი არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი ელექტრონული განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსანის ქუჩა №16-ში არსებულ ფართის ფასადზე (ს/კ: №01.72.14.034.471.01.517) აბრების დემონტაჟის შესაძლებლობას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართი 1-ის თანახმად სამსახურმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის (საკადასტრო მონაცემები N 01.72.14.034.471.01.517; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – რეგ. N 882017407453 22/05/2017 წ; არსებული ფოტო, ფოტომონტაჟი, ესკიზური ნახაზი.) ქალაქგეგმარებით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსანის ქუჩა №16-ში არსებულ ფართის ფასადზე (ს/კ: №01.72.14.034.471.01.517) აბრების დემონტაჟის შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ: სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდეს სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმის დაცვით; გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან)1 წელი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №7534300 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 July 2025Decision7543842 - Granted
- 1 July 2025Files uploaded
Documents
Other files1
- ArchitectureViewMessage_010725.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal