ქალაქი თბილისი , ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N16
Decision
- Decision number
- 7548857
- Decision date
- 10 July 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გვანცა მეტრეველი
- Developer (company ID)
- 211386695
Parcel
- Cadastral code
- 01.10.15.022.046
- Owner
- შპს "ავერსი-ფარმა" (211386695)
- Area
- 26,944 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 12 November 2026
Plots and zoning
- 01.10.15.022.046Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11098539
- Status
- Approved
- Registered
- 3 July 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 July 2025Decision7548857 - Granted
- 10 July 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 3 ივლისს №AR11098539 განცხადებით მომართა გვანცა მეტრეველმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა, №01.10.15.022.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე №04/02 შენობა-ნაგებობაზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (სამღებრო სამუშაოები) შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში 04/2 შენობის ფასადის ნაცვლად არასწორად არის დაფიქსირებული 04/1 შენობის ფასადი. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2025 წლის 25 ივნისის №AR11097422 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.10.15.022.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე №04/2 შენობა-ნაგებობაზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (სამღებრო სამუშაოები) შესაძლებლობაზე თანხმობის მიღება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის „სიტუაციური გეგმა“. სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სარეკონსტრუქციო ობიექტი არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სარეკონსტრუქციო ობიექტად „04/1 შენობის ფასადის“ ნაცვლად დაფიქსირდეს „04/02 შენობის ფასადი“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №7539436 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 July 2025Files uploaded
Documents
Other files1
- yazbegis tanxmoba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal