ქალაქი თბილისი, ცაცხვების IX შესახვევი, N 15
Decision
- Decision number
- 7550484
- Decision date
- 11 July 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ლექვთაძე
- Developer (company ID)
- 405059378
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.009.077
- Owner
- შპს "კონსოლი" (405059378)
- Area
- 600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.10.18.009.077Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11098756
- Status
- Approved
- Registered
- 4 July 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 July 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 4 ივლისის №AR11098756 განცხადებით მომართა დავით ლექვთაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 ბრძანებით №01.10.18.009.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 27 მარტიდან 2028 წლის 27 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 10 ივლისის №7548925 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +10.05 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 3 ივლისის №AR11098629 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი +10.05 ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 ბრძანებით შეთანხმებულ -7.50 და -3.20 ნიშნულის გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, პარკინგებზე გამორჩენილ იქნა ინდივიდუალურად ფართობების დატანა. ასევე რეზერვუარის ფართზე, გამორჩენილ იქნა დამხმარე ფართობის აღნიშვნის დატანა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი -7.50 და -3.20 ნიშნულის გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ -7.50 და -3.20 ნიშნულის გეგმაზე ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -7.50 და -3.20 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი -7.50 და -3.20 ნიშნულის გასწორებული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428594 და 2025 წლის 10 ივლისის №7548925 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 July 2025Decision7550484 - Granted
- 4 July 2025Files uploaded
Documents
Other files1
- gegmebi krebis oqmi reestri.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal