OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, იასამნის ქუჩა, N 8

AR11100138Construction permitOther use14 July 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7555697
Decision date
16 July 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ჭუმბურიძე
Developer (company ID)
404571511

Parcel

Cadastral code
01.10.11.001.360
Owner
შპს "ინო დეველოპმენტი" (404571511)
Area
2,342 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11100138
Status
Approved
Registered
14 July 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 July 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 14 ივლისს №AR11100138 განცხადებით მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, იასამნის ქუჩა №8-ში (ს/კ: №01.10.11.001.360) არსებული ფართის გამიჯვნას, ფუნქციის ცვლილებას (კომერციული ფართობის ნაცვლად საცხოვრებელი ფართობების დაფიქსირებას), ასევე ცეცხლმედეგი გამმიჯნავებისა და კარის ღიობების მოწყობის შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაწყვეტილების ტექსტში არ არის ჩანაწერი ფუნქციის ცვლილების შესახებ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 2025 წლის 30 აპრილს №AR11089330 განცხადებით სამსახურს მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა ქ. თბილისში, იასამნის ქუჩა №8-ში (ს/კ: №01.10.11.001.360) არსებულ არსებული ფართის გამიჯვნასთან, ფუნქციის ცვლილებასთან (კომერციული ფართობის ნაცვლად საცხოვრებელი ფართობების დაფიქსირებასთან), ასევე ცეცხლმედეგი გამმიჯნავებისა და კარის ღიობების მოწყობასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილებით. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების ტექსტში გამორჩენილ იქნა ფუნქციის ცვლილების შესახებ ჩანაწერის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, იასამნის ქუჩა №8-ში (ს/კ: №01.10.11.001.360) არსებული ფართის გამიჯვნას, ფუნქციის ცვლილებას (კომერციული ფართობის ნაცვლად საცხოვრებელი ფართობების დაფიქსირებას), ასევე ცეცხლმედეგი გამმიჯნავებისა და კარის ღიობების მოწყობას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის (საკადასტრო კოდი №01.10.11.001.360, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: №882024763181 - 30/05/2024; ანაზომი და საპროექტო გეგმები; სართულის არსებული გეგმა საპროექტო არეალის მონიშვნით) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება ქ. თბილისში, იასამნის ქუჩა №8-ში (ს/კ: №01.10.11.001.360) არსებული ფართის გამიჯვნას, ფუნქციის ცვლილებას (კომერციული ფართობის ნაცვლად საცხოვრებელი ფართობების დაფიქსირებას), ასევე ცეცხლმედეგი გამმიჯნავებისა და კარის ღიობების მოწყობის შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №7500092 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 July 2025Decision7555697 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal