ქალაქი თბილისი , მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დგებუაძისა და ხვამლის ქუჩებს შორის (ნაკვ. 1/20)
Decision
- Decision number
- 7563438
- Decision date
- 22 July 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ნანსყანი
- Developer (company ID)
- 201945039
Parcel
- Cadastral code
- 01.13.08.001.020
- Owner
- შპს "მშვიდობა-91" (201945039) (201945039)
- Area
- 1,290 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.08.001.020Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11101115
- Status
- Approved
- Registered
- 21 July 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 July 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 21 ივლისს №AR11101115 განცხადებით მომართა გიორგი ნანსყანმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებით შეთანხმდა №01.13.08.001.020 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რესტორნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 2025 წლის 28 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა პროექტირების შედეგად მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს, სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტირების შედეგად მითითებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს კომერციული ფართობი 152.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 12.8 კვ.მ., ხოლო, ამოღებულ იქნას დამხმარე ფართობი 152.7 კვ.მ და საცხოვრებელი ფართობი 10.2 კვ.მ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი საერთო ფართობად 266.3 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 268.9 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებაში და: 1.1.პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში (მეათედების სიზუსტით) საერთო ფართობად დაფიქსირდეს 268.9 კვ.მ. 1.2.პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებს დაემატოს კომერციული ფართობი 152.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 12.8 კვ.მ., 1.3.პროექტირების შედეგად მიღებული ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას დამხმარე ფართობი 152.7 კვ.მ., საცხოვრებელი ფართობი 10.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 ოქტომბრის №7264003 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 July 2025Decision7563438 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal