OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ხეხილსანერგე მეურნეობა

AR11101515Construction permitOther use23 July 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7584428
Decision date
8 August 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ქევანიშვილი
Developer (company ID)
404960217

Parcel

Cadastral code
01.81.21.105.010
Owner
შპს "მპ დეველოპმენტი" (404960217)
Area
4,201 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11101515
Status
Approved
Registered
23 July 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
16 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 August 2025Decision7584428 - Granted
  2. 8 August 2025City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №7483245 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 23 ივლისს №AR11101515 განაცხადით მომართა გიორგი ქევანიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №7483245 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №7483245 ბრძანებით, №01.81.21.105.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №7483245 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ დამკვეთად სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" (ს/ნ: 202161098) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „მპ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 404960217) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882025701569, მომზადების თარიღი: 24/06/2025 წ.) თანახმად, №01.81.21.105.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მპ დეველოპმენტი“ (ს/ნ: 404960217). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24129698, მომზადების თარიღი: 11/10/2024 წ.) თანახმად, შპს „მპ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ პაპუნა კაციტაძე (პ/ნ: 01024060998) და თამარ გამგონეიშვილი (პ/ნ: 01024065723). ხოლო, მათ მიერ 2025 წლის 18 ივლისს გაცემული მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.81.21.105.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მპ დეველოპმენტი“, რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2025 წლის 19 მაისის №7483245 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „მპ დეველოპმენტის“ დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №7483245 ბრძანებაში და დამკვეთად სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" (ს/ნ: 202161098) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მპ დეველოპმენტი“ (ს/ნ: 404960217). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 11 ივნისის №7511582 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 11 ივნისის №7511582 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 23 July 2025Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal