ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 40
Decision
- Decision number
- 7585514
- Decision date
- 8 August 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ ჯინჭარაძე
- Developer (company ID)
- 405551353
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.007.175
- Owner
- შპს "ჯიდი +" (438731990)
- Area
- 13,918 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.07.007.175Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11103437
- Status
- Approved
- Registered
- 6 August 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 August 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 6 აგვისტოს №AR11103437 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებით, №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი E-1, E-2 ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7541270 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 4 ივლისიდან 2027 წლის 4 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 15 ივლისის №7554456 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 11 ივლისის №AR11099817 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებით შეთანხმებულ ±0.00 ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე ფიქსირდება ღია ავტოსადგომები, საერთო ფართობით 539.15 კვ.მ., რომლის დაფიქსირებაც სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ±0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა შეადარა შეთანხმებულს დაადგინა, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები საერთო ფართობით 539.15 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 539.15 კვ.მ. ამასთან, შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება ამავე ნიშნულის წარმოდგენილ გეგმაზე ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 539.15 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513596 და 2025 წლის 15 ივლისის №7554456 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 August 2025Decision7585514 - Granted
- 7 August 2025City answer
- 7 August 2025Files uploaded
- 6 August 2025Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal