ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა, N 6ა
Decision
- Decision number
- 7596162
- Decision date
- 19 August 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- შადიმან კორძაძე
- Developer (company ID)
- 211357869
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.032.181
- Owner
- აბესალომ აბდულარახმანოვ ( C/N: 70 4263770)
- Area
- 2,701 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.032.181Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11104170
- Status
- Approved
- Registered
- 12 August 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 August 2025City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 12 აგვისტოს №AR11104170 განცხადებით მომართა შადიმან კორძაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.032.181 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 8 აგვისტოდან 2027 წლის 8 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანებაში დაფიქსირებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირებულ მშენებლობის ეტაპებში მე-3 და მე-4 ეტაპად მითითებულია ერთი და იგივე სამშენებლო სამუშაოები. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 26 ივნისის №AR11044198 განცხადებით მოთხოვნილ იქნა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე, წარმოდგენილ იქნა მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი, რომელშიც განსახორციელებელი სამუშაოების მე-4 ეტაპად მითითებულია შემდეგი სამუშაოები: „ძირითადი კარკასის მონტაჟი (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) შენობის სახურავის მოწყობა, შენობის არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა, შენობის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი“. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანებაში მე-4 ეტაპის სამუშაოებში განმეორდა მე-3 ეტაპის სამუშაოები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტში ჩანაწერის: „4) შენობის მიწის სამუშაოები; შენობის ფუძი მოწყობის სამუშაოები; შენობის საძირკვლების მოწყობის სამუშაოები; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობის ნულოვან ნიშნულამდე“ ნაცვლად დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: „4) „ძირითადი კარკასის მონტაჟი (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით), შენობის სახურავის მოწყობა, შენობის არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა, შენობის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი“. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7585931 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 August 2025Decision7596162 - Granted
- 12 August 2025Files uploaded
- 12 August 2025Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal