OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქუჩა, N 15

AR11104987Construction permitOther use19 August 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7598143
Decision date
20 August 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კონსტანტინე ღვინჯილია
Developer (company ID)
405561486

Parcel

Cadastral code
01.14.03.040.544
Owner
შპს ''მეტროპოლ ქავთარაძე'' (405561486)
Area
16,490 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11104987
Status
Approved
Registered
19 August 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 August 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 19 აგვისტოს №AR11104987 განცხადებით მომართა კონსტანტინე ღვინჯილიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 ბრძანებით, №01.14.03.040.544 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A1 ბლოკი) და ასევე, არსებული დამხმარე შენობა ოფისის რეკონსტრუქციის (A3 ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 22 იანვრიდან 2028 წლის 22 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ბრძანებების სარეზოლუციო ნაწილების პირველ პუნქტებში არ არის დაფიქსირებული საპროექტო ობიექტები სრულად, კერძოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლთან (A1 ბლოკი) ერთად, არ აროს მითითებული ინფორმაცია არსებული დამხმარე შენობა ოფისის რეკონსტრუქციის (A3 ბლოკი) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით, მათ შორის გეგმა-ნახაზებით გათვალისწინებულია, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A1 ბლოკი), ისე არსებული დამხმარე შენობა ოფისის რეკონსტრუქციის (A3 ბლოკი) არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, შესაძლებელია სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება და საპროექტო ობიექტების სრულად დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებებში და: 1.1. სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს, №01.14.03.040.544 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A1 ბლოკი) და ასევე, არსებული დამხმარე შენობა ოფისის რეკონსტრუქციის (A3 ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. 1.2. სამსახურის 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს, ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, N20ა-ში მდებარე №01.14.03.040.544 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი A1) და ასევე, არსებული დამხმარე შენობა ოფისის რეკონსტრუქციის (A3 ბლოკი) არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №6648415 და 2024 წლის 22 იანვრის №6846961 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 August 2025Decision7598143 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal