ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N23, კორპუსი N5
Decision
- Decision number
- 7621589
- Decision date
- 12 September 2025
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ავთანდილ მახარობლიშვილი
- Organization
- 22200
- Developer (company ID)
- 405116716
Parcel
- Cadastral code
- 01.10.10.025.098
- Owner
- შპს "ემკვადრატის პარკი" (405116716)
- Area
- 5,854 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.10.025.098Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11107915
- Status
- Not reviewed
- Registered
- 10 September 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 September 2025Files uploaded
- 12 September 2025City answer
2025 წლის 10 სექტემბრის №AR11107915 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 10 სექტემბერს №AR11107915 განცხადებით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებით შეთანხმდა №№01.10.10.025.098 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 8 ივლისის №7544928 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურის 2025 წლის 16 ივლისის №7554913 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საერთო ფართობად დაფიქსირდა 29062.09 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 13197.59 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2475.13 კვ.მ. და შეთანხმებული 24-ე სართულის გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 9 ივლისის №AR11099589 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე სართულის გასწორებული გეგმით. სამსახურის 2025 წლის 30 ივლისის №7572375 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 2471.92 კვ.მ., საერთო ფართობად - 29058.88 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს, სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს 0.000 ნიშნულზე მდებარე ღია ავტოსადგომების ფართობი 469 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებით შეთანხმებულ +0.000 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 32 (ოცდათორმეტი) ღია ავტოსადგომი, თუმცა, აღნიშნულ ღია ავტოსადგომებზე არ არის მითითებული შესაბამისი ზომები (სიგრძე/სიგანე). საჭიროა, ღია ავტოსადგომებზე ფართობებთან ერთად მითითებული იქნას ზომები. აქვე განგიმარტავთ, რომ ღია ავტოსადგომების ფართობი არ შედის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, შესაბამისად, ავტოსადგომისა და საერთო ფართობში. თუმცა, შესაძლებელია მათი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1.დააზუსტოს მოთხოვნა ღია ავტოსადგომების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.2.წარმოადგინოს სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებით შეთანხმებული 0.000 ნიშნულის გეგმის იდენტური ამავე ნიშნულის გეგმა ღია ავტოსადგომებზე ფართობებთან ერთად ზომების მითითებით. 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2025 წლის 10 სექტემბრის №AR11107915 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 September 2025Decision7621589 - Other
Documents
Other files1
- 0 SARTULI.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal