ქალაქი თბილისი , გლდანის III მკ.რ. , მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 7686345
- Decision date
- 31 October 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სოფიო ხოჯავა
- Developer (company ID)
- 404606690
Parcel
- Cadastral code
- 01.11.12.006.301
- Owner
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 16,056 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.11.12.006.301Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11113550
- Status
- Approved
- Registered
- 17 October 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 14 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 October 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 17 ოქტომბერს №AR11113550 განცხადებით მომართა სოფიო ხოჯავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებით, №01.11.12.006.301 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშრებით და საცხოვრებელ ფართობად 39276.51 კვ.მ-ის ნაცვლად 39240.8 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 5955.21 კვ.მ-ის ნაცვლად 5951.45 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 10095.5 კვ.მ-ის ნაცვლად 10101.3 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 7813.75 კვ.მ-ის ნაცვლად 8307.17 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 879.36 კვ.მ-ის ნაცვლად 356.81 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 79905.82 კვ.მ-ის ნაცვლად 79842.95 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლები და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 39240.8 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 5951.45 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 10101.3 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 8307.17 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 356.81 კვ.მ., საერთო ფართობად - 79842.95 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებით შეთანხმებული მეორე ბლოკის -6.00, +0.00 - +56.10 ნიშნულებისა და მესამე ბლოკის +0.00, +6.60, +13.20, +16.50, +26.40 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7644930 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 31 October 2025Decision7686345 - Granted
- 30 October 2025City answer
- 30 October 2025Files uploaded
- 30 October 2025Files uploaded
- 17 October 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal