ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა
Decision
- Decision number
- 7681611
- Decision date
- 28 October 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თორნიკე ურუშაძე
- Developer (company ID)
- 405218107
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.008.293
- Owner
- შპს დიდგორი (236053122)
- Area
- 30,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.008.293Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11113560
- Status
- Approved
- Registered
- 17 October 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 11 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 October 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 17 ოქტომბერს №AR11113560 განცხადებით მომართა თორნიკე ურუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებით, №01.72.14.008.293 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 4 სექტემბრის №7613756 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №7642452 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საერთო ფართობად დაფიქსირდა 10996.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1448.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 92.5 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად - 2555.6 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 14 აგვისტოს №7592591 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს 1885.9 კვ.მ. ფართობის დამატება, ხოლო ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად 10996.8 კვ.მ-ის ნაცვლად 12882.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართობები არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს 1885.9 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 12882.7 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა ავტოსადოგმის გეგმისა, გვ. 8) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7552710 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 October 2025Decision7681611 - Granted
- 27 October 2025City answer
- 27 October 2025Files uploaded
- 17 October 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal