OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ლვოვი , N 33

AR11117111Construction permitOther use13 November 2025
Sign in to follow

Decision

Decision number
7718904
Decision date
26 November 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლია ჩიხლაძე
Developer (company ID)
204854595

Parcel

Cadastral code
01.10.12.037.007
Owner
დავით ჩიხლაძე (P/N: *********69)
Area
443 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11117111
Status
Approved
Registered
13 November 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 November 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 13 ნოემბრის №AR11117111 განცხადებით მომართა ლია ჩიხლაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანებით N01.10.12.037.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 12 აგვისტოდან 2026 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 780.6 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 782.70 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 144.2 კვ.მ-ის ნაცვლად 151.03 კვ.მ., სარდაფის ფართობი 109.0 კვ.მ-ის ნაცვლად 109.32 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 89.4 კვ.მ-ის ნაცვლად 89.41 კვ.მ., საერთო ფართობი 1136.87 კვ.მ-ის ნაცვლად 1137.83 კვ.მ. ამასთან, გამორჩენილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის (5.37 კვ.მ.) დაფიქსირება. ასევე, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან აუზის ფართობის (13.67 კვ.მ) ამოღება და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გასწრებული გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას აუზის ფართობი: 13.67 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი: 5.37 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 782.70 კვ.მ. საზაფხულო ფართობად: 151.03 კვ.მ., სარდაფის ფართობად: 109.32 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 89.41 კვ.მ., საერთო ფართობად: 1137.83 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია აუზის ფართობი: 13.67 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს, წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. ამასთან, აღნიშნულ გეგმებს დაემატოს „დამატებითი წარმოსადგენი დოკუმენტის pdf ფაილი“-ს ველში ატვირთული გეგმა. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7587780 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 November 2025Decision7718904 - Granted
  3. 25 November 2025City answer
  4. 25 November 2025Files uploaded
  5. 21 November 2025City answer
  6. 21 November 2025Files uploaded
  7. 13 November 2025Files uploaded

Documents

Drawings and project files2

  • ა. განმარტებითი + გეგმები.pdfOpen ↗
  • გეგმები ლვოვი.pdfOpen ↗

Other files2

  • განმარტებითი+ აუზი.pdfOpen ↗
  • ganmatrebiti auzi 25.11.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal