ქალაქი თბილისი , რაიონი გლდანი ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნიკო კეცხოველი , N 58
Decision
- Decision number
- 7710237
- Decision date
- 20 November 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თენგიზი ესიავა
- Developer (company ID)
- 405653859
Parcel
- Cadastral code
- 01.11.12.005.560
- Owner
- ბინა ერთეულის მესაკუთრეები
- Area
- 16,073 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 20 November 2026
Plots and zoning
- 01.11.12.005.560Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-3
- K1
- 0.3
- K2
- 1
- K3
- 0.5
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11117285
- Status
- Approved
- Registered
- 13 November 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 November 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 13 ნოემბერს №AR11117285 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებით შეთანხმდა, №01.11.12.005.560 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (VII ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 09 ოქტომბრის №7658934 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 09 ოქტომბრიდან 2027 წლის 09 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7640561 ბრძანებით გასწორდა სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 20636.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 4804.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 4364.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 753.5 კვ.მ., საერთო ფართობად - 35145.8 კვ.მ. სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებით შეთანხმებული +33.20 ნიშნულის გეგმა (გვ. 18) ჩანაცვლდა №AR11109096 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 20636.7 კვ.მ-ის ნაცვლად 19948.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 4804.1 კვ.მ-ის ნაცვლად 4617.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4364.1 კვ.მ-ის ნაცვლად 4228.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 753.5 კვ.მ-ის ნაცვლად 731.9 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 35145.8 კვ.მ-ის ნაცვლად 34114.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 19948.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 4617.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4228.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად 731.9 კვ.მ., საერთო ფართობად 34114.1 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №7627243 და 2025 წლის 24 სექტემბრის №7640561 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 November 2025Decision7710237 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal