ქალაქი თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, N 7
Decision
- Decision number
- 7737442
- Decision date
- 12 December 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ჯობავა
- Developer (company ID)
- 405295354
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.003.053
- Owner
- შპს "რიმო გრუპ" (405295354)
- Area
- 5,311 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.13.003.053Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11117816
- Status
- Approved
- Registered
- 21 November 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 December 2025City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 21 ნოემბრის №AR11117816 განაცხადებით მომართა ალექსანდრე ჯობავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7073890 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებით №01.10.13.003.041 (დღევანდელი მდგომარეობით: N01.10.13.003.053) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 03 ნოემბრიდან 2027 წლის 03 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7073890 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 ივნისიდან 2027 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. ამავე ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ აღნიშნული ბრძანება განიხილება 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებასთან ერთად. ზემოაღნიშნულ ბრძანებებში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "ალიანს კონსტრაქშენ" (ს/ნ: 405195587). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7073890 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს "ალიანს კონსტრაქშენ"-ის (ს/ნ: 405195587) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრის - შპს „რიმო გრუპ“-ის (ს/ნ: 405295354) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, №01.10.13.003.041 და №01.10.13.003.028 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოიშვა №01.10.13.003.053 საკადასტრო ერთეული. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №892025202668, მომზადების თარიღი: 25/10/2025 წ.) თანახმად №01.10.13.003.053 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „რიმო გრუპ“ (ს/ნ: 405295354). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25163557; მომზადების თარიღი: 24/11/2025 წ.), შპს „რიმო გრუპ“-ის (ს/ნ: 405295354) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შაჰნაზარ ჰაჯიევი, (2RDSEQC, C02890681). სამსახურში წარმოდგენილია მის მიერ, განმცხადებლის სახელზე გაცემული 2025 წლის 13 აგვისტოს მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. ამასთან, ვინაიდან სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7073890 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებაში და განიხილება მასთან ერთად, დამკვეთის ინფორმაციასთან დაკავშირებით ცვლილება უნდა შევიდეს სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებაში. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.13.003.053 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „რიმო გრუპ“ (ს/ნ: 405295354) და მისი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „რიმო გრუპ“-ის (ს/ნ: 405295354) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანებაში და შპს "ალიანს კონსტრაქშენ"-ის (ს/ნ: 405195587) ნაცვლად დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „რიმო გრუპ“ (ს/ნ: 405295354). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №6743627 და 2024 წლის 11 ივნისის №7073890 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 December 2025Decision7737442 - Granted
- 18 November 2025Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal