ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 234ბ
Decision
- Decision number
- 7728836
- Decision date
- 4 December 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ჯობავა
- Developer (company ID)
- 405295354
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.202.015
- Owner
- შპს "რიმო გრუპ" (405295354)
- Area
- 8,194 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.202.015Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11119224
- Status
- Approved
- Registered
- 27 November 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 December 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 27 ნოემბერს №AR11119224 განცხადებით მომართა ალექსანდრე ჯობავამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.202.015 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481684 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 12 ნოემბრის №7700374 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებაში და შეთანხმებული -1, 1, 3, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 და 15 სართულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2025 წლის 2 ნოემბრის №AR11115581 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე სართულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებით შეთანხმებულ +22.80 - +45.90 ნიშნულების არქიტექტურულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ფართობების მითითების ნაწილში. შესაბამისად, მოთხოვნილია ტექნიკური შეცდომის გასწორება და აღნიშნული ნიშნულების შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილით. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ წარმოდგენილი +22.80 - +45.90 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, აღნიშნული ნიშნულების გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებაში და შეთანხმებული +22.80 - +45.90 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 მაისის №7472168 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 4 December 2025Decision7728836 - Granted
- 27 November 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გასწორებული გეგმები 03.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal