OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, N 24ა

AR11119899Construction permitOther use2 December 2025- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
7739260
Decision date
12 December 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლევან ცაავა
Developer (company ID)
405000476

Parcel

Cadastral code
01.10.13.004.237
Owner
შპს ,,გეო ბილდერს საბურთალო'' (405000476)
Area
4,508 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11119899
Status
Approved
Registered
2 December 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 December 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 2 დეკემბერს №AR11119899 განცხადებით მომართა ლევან ცაავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანებით, №01.10.13.004.237 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში არასწორად არის დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპები და რიგითობა. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანებასა და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ კალენდარულ გრაფიკში დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპების რიგითობა ურთიერთშეუსაბამოა. შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და მშენებლობის ეტაპების რიგითობის კალენდარულ გრაფიკთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მესამე პუნქტი. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მშენებლობის რიგითობა და ეტაპები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიწის სამუშაოები, ფუძის სამუშაოები, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე. 4. შენობა-ნაგებობის I და II სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; შენობა-ნაგებობის III და IV სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; შენობა-ნაგებობის V და VI სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; შენობა-ნაგებობის VII და VIII სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა. შენობა-ნაგებობის IX და X სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა. შენობა-ნაგებობის XI სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა. 5. შენობა-ნაგებობის სახურავის და გადახურვის მოწყობა. 6. არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა. 7. შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა. 8. ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი 9. შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები 10. მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები, სამშენებლო ნარჩენების გატანა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115487 ბრძანებასთან ერთად. 4 . ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 12 December 2025Decision7739260 - Granted
  3. 11 December 2025City answer
  4. 11 December 2025Files uploaded
  5. 10 December 2025City answer
  6. 9 December 2025Files uploaded
  7. 2 December 2025Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal