ქალაქი თბილისი , ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის
Decision
- Decision number
- 7742719
- Decision date
- 17 December 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი მეგრელიშვილი
- Organization
- 3409
- Developer (company ID)
- 406024270
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.003.496
- Owner
- შპს "ას ჯორჯია" (406024270)
- Area
- 5,675 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.17.14.003.496Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11120933
- Status
- Approved
- Registered
- 9 December 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 December 2025Decision7742719 - Granted
- 17 December 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 09 დეკემბერს №AR11120933 განცხადებით მომართა გიორგი მეგრელიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 ბრძანებით №01.17.14.003.496 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (№11, „ბ-ც“) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 20 ნოემბრიდან 2027 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 03 დეკემბრის №7727611 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 9391.9 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 789.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 27.2 კვ.მ., საერთო ფართობად: 14140.9 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა სარდაფის ფართობის მითითებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს სარდაფის ფართობად 599.4 კვ.მ-ის ნაცვლად 559.4 კვ.მ-ის დაფიქისრებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი სარდაფის ფართობი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და სარდაფის ფართობად დაფიქსირდეს 559.4 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711583 და 2025 წლის 03 დეკემბრის №7727611 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 December 2025Files uploaded
Documents
Other files1
- დასაკორექტირებელი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal