ქალაქი თბილისი, გულიკო გოდოლაძის ქუჩა, N 30
Decision
- Decision number
- 7741518
- Decision date
- 15 December 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მარიამ ეფრემიძე
- Developer (company ID)
- 405594423
Parcel
- Cadastral code
- 01.18.13.020.059
- Owner
- სახელმწიფო
- Area
- 1,706 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.13.020.059Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11121537
- Status
- Approved
- Registered
- 15 December 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 0 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 December 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 15 დეკემბრის №AR11121537 განცხადებით მომართა მარიამ ეფრემიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანებით, №01.18.13.020.059 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2028 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 24 ნოემბრის №7713674 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა ავტოსადგომის ფართობი: 1285.9 კვ.მ., დამხმარე ფართობად დაფიქსირდა: 75.6 კვ.მ. საერთო ფართობად: 11875.8 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომები: 50.0 კვ.მ. გარდა ამისა, სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა, 2025 წლის 17 ნოემბრის №AR11117211 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, დამხმარე ფართობი 75.6 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 82.9 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 11875.8 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 11883.1 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს: 82.9 კვ.მ. საერთო ფართობად: 11883.1 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №7669598 და 2025 წლის 24 ნოემბრის №7713674 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 December 2025Decision7741518 - Granted
- 15 December 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- ტექ. ხარვეზი გეგმები 1.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal