ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N26 ; ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N28 ; ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N22 ; ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N24
- Total floor area
- 19,215.4 m²
- Building footprint
- 25,666.9 m²
- Plot area
- 7,214 m²
- Height
- 52.9 m
- Depth below ground
- 11.4 m
- Building volume
- 91,135 m³
Figures as the applicant entered them in the form; not verified.
Applicant
- Name
- ელგუჯა პატაშური
- Developer (company ID)
- 400237463
People
- Client
- Name
- ნოდარ გიორგაძე
- Organization
- შპს ეკო ინვესტი
- Company code
- 400237463
- Chief architect
- Name
- მაცაცო ჯინჭარაშვილი
- Personal number
- *********00
- Organization
- შ.პ.ს "line georgia"
- Company code
- 406030593
- Co-authors
- Name
- დავით ქარდავა
- Specialistარქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან
- Name
- გიორგი გურგენიძე
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.12.21.001.047
- Owner
- შპს ჯინო ვესტი (400056862)
- Area
- 7,214 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.12.21.001.047Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11121671
- Status
- Interim decision
- Registered
- 15 December 2025
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 13 January 2026 (314 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 January 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 1. შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) რეკვიზიტები. შეთანხმებული პროექტის ბრძანების თარიღი მითითებულ იქნას შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად: 12/07/2024 2. წარმოადგინეთ არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები დღეის მდგომარეობით დათარიღებული 3. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: დაიტანეთ შესასვლელ-გამოსასველელი გზისა და შიდა გზების სიგანეები საგზაო სქემის შესაბამისად. 4. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: დაიტანეთ გასასვლელებს შორის მანძილი. ავტოსადგომის სართულზე იმ შეთხვევაში თუ ეწყობა მისაწვდომი ავტოსადგომი, დაიცავით შესაბამისი ზომები 4 ღერძთან, მსუბუქი ავტომობილისთვის. ან აღნიშვნა გაასწორეთ. შეამცირეთ ფაილის მოცულობა. დაიტანეთ პანდუსის დახრის მაჩვენებელი სრულად და წარმოადგინეთ დეტალური კვანძი. შენობის განთავსების არეალის კონტური საჭიროა ყველა გეგმაზე დაიტანოთ საჭიროა საპროექტო დოკუმენტაციით დაცულ იქნას განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრული 11 მიწისზედა სართული, სრული საპროექტო დოკუმენტაცია დაკორექტირდეს აღნიშნულის შესაბმისად. 5. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : წარმოადგინეთ ჭრილები და ფასადების დოკუმენტაცია ვექტორულ ფაილში. წარმოსადგენია აივნების პროცენტული ანგარიში, რისი წარმოდგენის შემდგომაც გადამოწმდება კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო კროკები. 6.შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: წარმოადგინეთ მიწისპირა სართულის განშლა. მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება; - მიწისპირა სართული - სართული, რომლის იატაკის გეგმარებითი ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა (მეათედის სიზუსტით), ხოლო მისი ჭერის კონსტრუქციის ზედა ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) აღემატება. -მიწისპირა სართულის დასადგენად წარმოდგენილ იქნას ფასადის განშლა რელიეფის ხაზისა და ფართის მითითებით. შესაბამისად დაანგარიშდეს მიწისპირა სართული ფაილშიც ( ფასადის მიწის ზედა ნაწილი გაყოფილი პერიმეტრზე არ უნდა აჭარბებდეს 1,8-ს იმისათვის რომ არ იქნასმოაზრებული მიწისპირა სართულად ); 7. საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების სქემები (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) -> საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების სქემების pdf ფაილი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა): წარმოდგენილ იქნას შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის სქემები. (შენიშვნა: შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებული შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – (ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის, საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი დაშვების ქსელების ან/და უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად და სადაც ამ ქსელებით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება). 8. გაითვალისწინეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის MIA 2 25 03056006 წერილიტ დადგენილი ხარვეზები. 9. საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი -> გამწვანების პროექტის pdf ფაილი: საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: • კ-3 კოეფიციენტის ფართობს; • გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 10. გეოლოგია 1. წარმოდგენილ გეოლოგიურ დოკუმენტებში მოცემული შენობის სართულიანობა განსხვავდება სხვა დოკუმენტებში მოცემულისგან, გეოლოგიურ დოკუმენტებში მითითებული შენობის სართულიანობა განსხვავდება რეესტრის მონაცემებისგან. 2. გეოლოგიურ დოკუმენტებში ჭაბურღილების საერთო სიგრძე არ შეესაბამება ლითოლოგიურ სვეტებზე მოცემულ ინფორმაციას - დასაზუსტებელია. ხარვეზის არ დანახვის გამო, აღნიშნული საჭიროებს ექსპერტის განმარტებას, რომელიც თან უნდა დაერთოს ანგარიშს. კორექტირებული გეოდოკუმენტაცია არ მიიღება განმარტების გარეშე. 3. გეოლოგიური კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თავში ნუმერაცია დარღვეულია. ხარვეზის არ დანახვის გამო, აღნიშნული საჭიროებს ექსპერტის განმარტებას, რომელიც თან უნდა დაერთოს ანგარიშს. კორექტირებული გეოდოკუმენტაცია არ მიიღება განმარტების გარეშე. 4. ლითოლოგიურ სვეტებზე არ არის ნაჩვენები ნიმუშების აღების ადგილები, 5. ლითოლოგიურ სვეტებზე მოცემული თარიღის მიხედვით 4 ჭაბურღილი გაყვანილ იქნა ერთ დღეში, ქვიშაქვების მაქსიმალური სიმძლავრით 13 მეტრი, წარმოდგენილ იქნას განმარტება აღნიშნულის შესახებ, კორექტირებული გეოდოკუმენტაცია არ მიიღება რაციონალური დეტალური ახსნა-განმარტების გარეშე. 6. გეოლოგიურ დოკუმენტებს თანდართულ ფოტოსურათებზე არ ჩანს საკერნე ყუთები, მათში ჩალაგებული ამოღებული კერნით, 7. ანგარიშს თანდართულ სამთო გამონამუშევრების ლითოლოგიურ სვეტებს აკლია შკალა აბსოლუტური ნიშნულებით/სიღრმის დონეებით, ნიმუშის აღების ადგილის აღმნიშვნელებზე მითითებული აღების სიღრმეებით - დასაზუსტებელია. 8. ანგარიშის მე-14 გვერდზე ცხრ. 3 დასაზუსტებელია, ზოგი მონაცემი არ შეესატყვისება ანგარიშს თანდართულ ლაბორატორიულ ოქმში მოცემულს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული გეო-დოკუმენტაცია შენიშვნების გათვალისწინებით. 11. კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილში არ არის შესაბამისობაში ლიფტის უჯრედის მონოლითური კედლები „10-11“ ღერძებში. წარმოსადგენია მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზეგავლენის კვლევა არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 15 December 2025Files uploaded
Documents
Drawings and project files5
Consents and orders1
- სქემები+თანხმობები.pdfOpen ↗
Reports and surveys3
Other files11
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal