ქალაქი თბილისი, ფერმწერთა ქუჩა, N 123
Decision
- Decision number
- 7764010
- Decision date
- 8 January 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნიკა ჭუმბურიძე
- Developer (company ID)
- 404617759
Parcel
- Cadastral code
- 01.14.16.009.509
- Owner
- ბინა ერთეულის მესაკუთრეები
- Area
- 13,746 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.14.16.009.509Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11123400
- Status
- Approved
- Registered
- 29 December 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 January 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 29 დეკემბერს №AR11123400 განცხადებით მომართა ნიკა ჭუმბურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებით, №01.14.16.009.509 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (,,ა“, ,,ბ“, ,,ც“ და ,,დ“ ბლოკები), კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №7727373 და 2025 წლის 22 დეკემბრის № 7750723 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და გეგმებთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2601.2 კვ.მ-ის ნაცვლად 3096.9 კვ.მ-ის და დამხმარე ფართობად 158.0 კვ.მ-ის ნაცვლად 124.6 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ (სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №7727373 და 2025 წლის 22 დეკემბრის №7750723 ბრძანებებით ჩანაცვლებულ) არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ფართობების გასწორება. გარდა ამისა, სამსახურმა დაადგინა, რომ ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 27996.6 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 28458.9 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს: 3096.9 კვ.მ, დამხმარე ფართობად: 124.6 კვ.მ., საერთო ფართობად: 28458.9 კვ.მ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №7727373 და 2025 წლის 22 დეკემბრის №7750723 ბრძანებებით ჩანაცვლებული) არქიტექტურული გეგმები (გარდა სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886, 2025 წლის 3 დეკემბრის №7727373 და 2025 წლის 22 დეკემბრის №7750723 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 January 2026Decision7764010 - Granted
- 29 December 2025Files uploaded
Documents
Other files1
- ლისი გემგები 29,12,2025.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal