ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი , (ნაკვ. 13/13)
Decision
- Decision number
- 7777232
- Decision date
- 20 January 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ნამორაძე
- Developer (company ID)
- 404569837
Parcel
- Cadastral code
- 01.18.06.013.060
- Owner
- შპს "კრწანისი როიალ რეზიდენსი" (404569837)
- Area
- 5,238 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.06.013.060Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11125059
- Status
- Approved
- Registered
- 15 January 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 January 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 15 იანვრის №AR11125059 განცხადებით მომართა ალექსანდრე ნამორაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანებით, №01.18.06.013.060 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №9; შენობა №1 და №2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 7474.15 კვ.მ-ის ნაცვლად 7467.8 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2952.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2952.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 766.8 კვ.მ-ის ნაცვლად 765.63 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 20.45 კვ.მ-ის ნაცვლად 20.4 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1586.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1586.15 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 12834.2 კვ.მ-ის ნაცვლად 12827.38 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 7467.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2952.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 765.63 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 20.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1586.15 კვ.მ., საერთო ფართობად - 12827.38 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2025 წლის 17 ივლისის №7556645 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 January 2026Decision7777232 - Granted
- 15 January 2026Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- შეთანხმებული გეგმები AR11091504.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal