ქალაქი თბილისი, ფერმწერთა ქუჩა, N 123
Decision
- Decision number
- 7799855
- Decision date
- 9 February 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნიკა ჭუმბურიძე
- Developer (company ID)
- 404617759
Parcel
- Cadastral code
- 01.14.16.009.509
- Owner
- ბინა ერთეულის მესაკუთრეები
- Area
- 13,746 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.14.16.009.509Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11126663
- Status
- Approved
- Registered
- 29 January 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 11 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 February 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 29 იანვრის №AR11126663 განცხადებით მომართა ნიკა ჭუმბურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებით, №01.14.16.009.509 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (,,ა“, ,,ბ“, ,,ც“ და ,,დ“ ბლოკები), კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №7727373, 2025 წლის 22 დეკემბრის №7750723, 2026 წლის 8 იანვრის №7764010 და 2026 წლის 23 იანვრის №7777184 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და გეგმებთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია, სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3096.9 კვ.მ-ის ნაცვლად 3129.1 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 28247.5 კვ.მ-ის ნაცვლად 28279.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 28279.7 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3129.1 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №7727373, 2025 წლის 22 დეკემბრის №7750723, 2026 წლის 8 იანვრის №7764010 და 2026 წლის 23 იანვრის №7777184 ბრძანებებით ჩანაცვლებული გეგმების გათვალისწინებით) +6.60 (ა - კორპუსი), -3.00 (ბ - კორპუსი), 0.00 ნიშნული (ბ - კორპუსი), +6.60 (ბ - კორპუსი) და -3.00 (დ - კორპუსი) ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №7686886, 2025 წლის 3 დეკემბრის №7727373, 2025 წლის 22 დეკემბრის №7750723, 2026 წლის 8 იანვრის №7764010 და 2026 წლის 23 იანვრის №7777184 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 February 2026Decision7799855 - Granted
- 6 February 2026City answer
- 6 February 2026Files uploaded
- 29 January 2026Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal