ქალაქი თბილისი , კოსტავას ქუჩა N65 , კოსტავას ქუჩის N65-ის და 67-ის მიმდებარედ.
Decision
- Decision number
- 7798638
- Decision date
- 6 February 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლადო წერეთელი
- Organization
- 10768
- Developer (company ID)
- 405038418
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.041.092
- Owner
- შპს "კენ კონსთრაქშენ" (405038418)
- Area
- 1,744 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.10.13.041.092Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11127957
- Status
- Approved
- Registered
- 6 February 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 0 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 February 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 6 თებერვალს №AR11127957განცხადებით მომართა ლადო წერეთელმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის №7763142 ბრძანებით, №01.10.13.041.062 და №01.10.13.041.090 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882026077326, მომზადების თარიღი: 02/02/2026 წ.) თანახმად, ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა №65, კოსტავას ქუჩის №65-ისა და №67-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, დღევანდელი მდგომარეობით არის ს/კ: №01.10.13.041.092. სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებით, №01.10.13.041.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე) „ ნაცვლად დაფიქსირებულია „ოფისის რეკონსტრუქცია“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ №AR11124161 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.10.13.041.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაიცა, შეთანხმებული მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა. თუმცა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში საპროექტო ობიექტი/განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები არასწორად დაფიქსირდა. სამსახურის მიერ ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, ავტომატურად არის ასახული საპროექტო ტერიტორიის, №AR11124161 განცხადების რეგისტრაციის დროს არსებული, ძველი საკადასტრო კოდები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი: საკადასტრო კოდი: №01.10.13.041.092 მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა №65, კოსტავას ქუჩის №65-ისა და №67-ის მიმდებარედ ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო ფართობი: 1744.0 კვ.მ. მესაკუთრე(ები): შპს „კენ კონსთრაქშენ“ (ს/ნ: 405038418) „ 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. გაიცეს: ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა №65, კოსტავას ქუჩის №65-ისა და №67-ის მიმდებარედ, №01.10.13.041.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 თებერვლის №7797473 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 February 2026Decision7798638 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal