OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, N 8

AR11128931Construction permitOther use12 February 2026- Samgori
Sign in to follow

Decision

Decision number
7809170
Decision date
16 February 2026
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ამაშუკელი
Developer (company ID)
402288252

Parcel

Cadastral code
01.19.19.009.007
Owner
შპს იდეა ვარკეთილი (402288252)
Area
5,897 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11128931
Status
Not reviewed
Registered
12 February 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 February 2026City answer

    2026 წლის 12 თებერვლის №AR11128931 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 12 თებერვალს №AR11128931 განცხადებით მომართა დავით ამაშუკელმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №7466429 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №7466429 ბრძანებით, №01.19.19.009.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №7486755 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 26 დეკემბრის №7753529 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №7466429 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №7466429 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ გეგმებზე დაფიქსირებულ ფართობებზე არ არის შესაბამისი მაჩვენებლები დაფიქსირებული. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი, გასწორებული გეგმებით. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ვინაიდან, წარმოდგენილ -6.0 და -3.0 ნიშნულების გეგმებზე დაფიქსირებულ ავტომობილების სადგომებზე, დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე არის ფართობები დაფიქსირებული, საჭიროა ავტომობილების სავალ ნაწილზეც მითითებულ იქნეს შესაბამისი მაჩვენებელი. ამასთან, წარმოდგენილ გეგმებზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე ქვედა მარჯვენა კუთხეში შეცვლილია თარიღები (საჭიროა დაფიქსირებულ იქნეს შეთანხმებულის იდენტურად). აგრეთვე, წარმოდგენილი და შეთანხმებული ±0.0 და +28.1 ნიშნულების გეგმები შეუსაბამოა ერთმანეთთან, დამატებულია კარის ღიობები. რაც დაუშვებელია. აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. საჭიროა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილება (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. საჭიროების შემთხვევაში დააზუსტოს მოთხოვნა ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №7466429 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები, გეგმარების ცვლილების გარეშე, მხოლოდ დაზუსტებული მაჩვენებლების დაფიქსირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 12 თებერვლის №AR11128931 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 February 2026Decision7809170 - Other
  3. 12 February 2026Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • A Block_Idea_Varketili_გეგმები (3).pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal