ქალაქი თბილისი , სამგორის რაიონი , მე-3 არხის გასწვრივ
Decision
- Decision number
- 7825765
- Decision date
- 27 February 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბექა კიკალიშვილი
- Organization
- 42980
- Developer (company ID)
- 203827449
Parcel
- Cadastral code
- 01.19.16.002.188
- Owner
- შპს "თრეიდლაინ" (203827449)
- Area
- 35,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.16.002.188Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11129092
- Status
- Approved
- Registered
- 13 February 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 14 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 February 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 13 თებერვალს №AR11129092 განცხადებით მომართა ბექა კიკალიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 5 ოქტომბრის №6679333 ბრძანებით, №01.19.16.002.188 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის მშენებლობის მიზნით, დამტკიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანებით, დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 14 იანვრის №7344403 და 2025 წლის 31 ივლისის №7574692 ბრძანებებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2027 წლის 31 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, აღარ არსებობს 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანების (№7344403 14/01/2025წ; №7574692 31/07/2025წ.) საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი. შესაბამისად, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882023666944, მომზადების თარიღი: 05/07/2023 წ.) თანახმად, №01.19.16.002.188 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თრეიდლაინ“ (ს/ნ: 203827449). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25066172, მომზადების თარიღი: 30/04/2025 წ.) თანახმად შპს „თრეიდლაინის“ ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ალექსანდრე სამხარაძე (პ/ნ: 01017003856). ხოლო, მის მიერ 2026 წლის 11 თებერვალს გაცემული მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. გაითვალისწინეთ, რომ, ვინაიდან, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე სამსახურის 2025 წლის 14 იანვრის №7344403 და 2025 წლის 31 ივლისის №7574692 ბრძანებები განიხილება სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანებასთან ერთად, სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, სამსახურის 2025 წლის 14 იანვრის №7344403 და 2025 წლის 31 ივლისის №7574692 ბრძანებებიც ჩაითვლება ძალადაკარგულად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ბექა კიკალიშვილის 2026 წლის 13 თებერვლის №AR11129092 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №7117969 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 February 2026City answer
- 27 February 2026Files uploaded
- 27 February 2026Decision7825765 - Granted
- 13 February 2026Files uploaded
Documents
Other files1
- arsebuli fotoebi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal