ქალაქი თბილისი, არტურ ლაისტის ქუჩა, N 64
Decision
- Decision number
- 7809220
- Decision date
- 16 February 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაზა ბასილაძე
- Developer (company ID)
- 405536978
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.003.187
- Owner
- ნუგზარ ერაძე (P/N: *********66)
- Area
- 11,888 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.14.003.187Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11129190
- Status
- Approved
- Registered
- 13 February 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 February 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 13 თებერვალს №AR11129190 განცხადებით მომართა ზაზა ბასილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებით, №01.17.14.003.187 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 26 აგვისტოს №7193679 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურის 2025 წლის 7 ოქტომბრის №7656148 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 1030.8 კვ.მ. ამასთან, შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 26 სექტემბრის №AR11110628 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ -3.00 ნიშნულის გეგმაზე „ა“ ბლოკში №15 და №16 ავტოსადგომები მეორდება ორჯერ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და „ა“ ბლოკში „ო-ნ“ ღერძებსა და „11-1“ მონაკვეთში მდებარე ავტოსადგომებზე №15ა და №16ა მითითება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული -3.00 ნიშნულის გეგმაზე შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ შეთანხმებულ -3.00 ნიშნულის გეგმაზე „ა“ ბლოკში და არა „ბ“ ბლოკში, როგორც მოთხოვნის ტექსტშია დაფიქსირებული, №15 და №16 ავტოსადგომები მეორდება ორჯერ. შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და -3.00 ნიშნულის გეგმაზე „ა“ ბლოკში „ო-ნ“ ღერძებსა და „11-1“ მონაკვეთში მდებარე ავტოსადგომებზე №15ა და №16ა მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებაში და შეთანხმებული -3.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2024 წლის 26 ივლისის №7152518 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 February 2026Decision7809220 - Granted
- 13 February 2026Files uploaded
Documents
Other files1
- -1 სართული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal