OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, N 3/მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩა, N 4

AR11130803Construction permitOther use24 February 2026- Teleti
Sign in to follow

Decision

Decision number
7830184
Decision date
5 March 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ნაკაშიძე
Developer (company ID)
404379338

Parcel

Cadastral code
01.18.04.001.029
Owner
შპს "ეს დაბლიუ - ინნ" (404379338)
Area
1,728 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11130803
Status
Approved
Registered
24 February 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 March 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 24 თებერვლის №AR11130803 განცხადებით მომართა დავით ნაკაშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანებით, №01.18.04.001.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სასტუმროს რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6767878 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 ნოემბრიდან 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მოთხოვნილია საცხოვრებელი ფართობის (1363.6 კვ.მ.) ამოღება. ამასთან, საოფისე ფართობი 158.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 158.8 კვ.მ., კომერციული ფართობი 1756.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1759.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 1068.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1129.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 412.1 კვ.მ-ის ნაცვლად 418.0 კვ.მ., დამხმარე ფართობი 1021.3 კვ.მ-ის ნაცვლად 1078.1 კვ.მ., აუზის ფართობი 59.7 კვ.მ-ის ნაცვლად 79.1 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობი 1363.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1369.5 კვ.მ., შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 7414.4 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 6202.6 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და ამოღებულ იქნას საცხოვრებელი ფართობი (1363.6 კვ.მ.). ამასთან, საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 158.8 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 1759.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 1129.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 418.0 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 1078.1 კვ.მ., აუზის ფართობად: 79.1 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად: 1369.5 კვ.მ., საერთო ფართობად: 6202.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №6280510 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 March 2026Decision7830184 - Granted
  3. 24 February 2026Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal