OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩა, N 1

AR11130972Construction permitOther use25 February 2026- Orkhevi
Sign in to follow

Decision

Decision number
7889899
Decision date
22 April 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით კაშია
Developer (company ID)
400007620

Parcel

Cadastral code
01.19.24.007.047
Owner
შპს "ზ და გ ბილდინგ კომპანი". (400007620) (400007620)
Area
4,386 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-2
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11130972
Status
Approved
Registered
25 February 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 April 2026City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №7277911 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 25 თებერვლის №AR11130972 განცხადებით მომართა დავით კაშიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №7277911 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №7277911 ბრძანებით, №01.19.24.007.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7245272 ბრძანებით შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №7277911 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №892024108642, მომზადების თარიღი: 30/07/2024 წ.) თანახმად, №01.19.24.007.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ზ და გ ბილდინგ კომპანი" (ს/ნ: 400007620). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23122203; მომზადების თარიღი: 29/08/2023 წ.) შპს „ზ და გ ბილდინგ კომპანი"-ის (ს/ნ: 400007620) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი დანელია (პ/ნ: 01424098801). სამსახურში წარმოდგენილია შპს „ზ და გ ბილდინგ კომპანი"-ის დირექტორის - გიორგი დანელიას მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N260246573, რეგისტრაციის თარიღი: 26.02.2026 წ.) შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. განმცხადებლის მიერ სამსახურში ასევე წარმოდგენილ იქნა საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დგინდება, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით, ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს დავით კაშიას 2026 წლის 25 თებერვლის №AR11130972 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №7277911 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 April 2026Decision7889899 - Granted
  3. 21 April 2026City answer
  4. 21 April 2026Files uploaded
  5. 14 April 2026City answer
  6. 3 April 2026Files uploaded

Documents

Other files2

  • mindobiloba.pdfOpen ↗
  • არსებული ფოტოსურათები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal