OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა იუმაშევი

AR11133042Construction permitOther use11 March 2026- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
7869374
Decision date
3 April 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
საბა მაღლაკელიძე
Developer (company ID)
405465982

Parcel

Cadastral code
01.19.26.004.223
Owner
შპს "ნოვა ტექ" (405465982)
Area
14,809 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-2
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11133042
Status
Approved
Registered
11 March 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 3 April 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 11 მარტს №AR11133042 განცხადებით მომართა საბა მაღლაკელიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებით შეთანხმდა №01.19.26.004.223 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საამქრო/სტამბის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 9 ოქტომბრიდან 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ბლოკების („ა“ და „ბ“ ბლოკები) მიხედვით ცალ-ცალკე დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებით შეთანხმებულია საამქრო/სტამბის არქიტექტურული პროექტი და გაცემულია მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმებიდან და გენ-გეგმიდან დგინდება, რომ საპროექტო შენობა მოიცავდა ორ ბლოკს („ა“ და „ბ“ ბლოკები). შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ბლოკების, მიხედვით ცალ-ცალკე დაფიქსირება. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია გენ-გეგმა, რომელზეც დატანილია „ა“ და „ბ“ ბლოკების ფუნქციები და ფართობები ცალ-ცალკე. ამასთან, დგინდება, რომ „ა“ ბლოკის საერთო ფართობი შეადგენს 2236.8 კვ.მ-ს., ხოლო, „ბ“ ბლოკის საერთო ფართობი - 864.3 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს შემდეგი: „ა“ ბლოკი: განაშენიანების ფართობი 2279.7 კვ.მ. საერთო ფართობი 2236.8 კვ.მ. საწარმოო ფართობი 1504.0 კვ.მ. სასაწყობე ფართობი 701.2 კვ.მ. დამხმარე ფართობი 31.6 კვ.მ. სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ) 21650.8 0.00 ნიშნულს ქვევით (კუბ.მ) 3418.5 0.00ნიშნულს ზევით (კუბ.მ) 18232.3 შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 10.9 მეტრი. 0.00 ნიშნულს ქვევით 1.2 მეტრი 0.00ნიშნულს ზევით 9.7 მეტრი კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი - 2279.7 კვ.მ. კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი - 2279.7 კვ.მ. კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი - 6144.28/14809=0.4 „ბ“ ბლოკი: განაშენიანების ფართობი 881.0 კვ.მ. საერთო ფართობი 864.3 კვ.მ. სასაწყობე ფართობი 864.3 კვ.მ. სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ) 6178.9 0.00 ნიშნულს ქვევით (კუბ.მ) 1157.2 0.00ნიშნულს ზევით (კუბ.მ) 5021.7 შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 7.88 მეტრი. 0.00 ნიშნულს ქვევით 1.2 მეტრი 0.00ნიშნულს ზევით 6.68 მეტრი კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი - 881 კვ.მ. კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი - 881 კვ.მ. კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი - 144.28/14809=0.4 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გენ-გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 ოქტომბრის №7246985 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 3 April 2026Decision7869374 - Granted
  3. 1 April 2026City answer
  4. 1 April 2026Files uploaded
  5. 11 March 2026Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal