ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ფატმანის ქუჩა, N 7
Decision
- Decision number
- 7848378
- Decision date
- 18 March 2026
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მაზიაშვილი
- Developer (company ID)
- 405382955
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.035.999
- Owner
- შპს "ქვოლითი ბილდინგ სუფლაის" (406316204)
- Area
- 1,250 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.035.999Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11133089
- Status
- Rejected
- Registered
- 11 March 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 March 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 11 მარტს №AR11133089 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის №7629954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურის 2025 წლის 16 ოქტომბრის №7666447 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ირაკლი მაზიაშვილის მოთხოვნა სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის №7629954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე და განემარტა, რომ კონსტურქციული პროექტის ჩანაცვლება არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. ამასთან, ეცნობა, რომ სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის №7629954 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ცვლილება საჭიროებს სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის №7629954 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას) და შესაბამისი (მათ შორის შესათანხმებელი არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო შეფასების) საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც სამსახურს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სამსახურის 2025 წლის 16 ოქტომბრის №7666447 გადაწყვეტილება), ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ განმცხადებლის მიერ 2026 წლის 11 მარტის №AR11133089 განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც გახდება წარმოდგენილი განცხადების არსებითი განხილვის საფუძველი. შესაბამისად, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურის 2025 წლის 16 ოქტომბრის №7666447 გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელს, განცხადების განუხილველად უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 March 2026Decision7848378 - Refused
- 11 March 2026Files uploaded
Documents
Other files1
- konst.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal