ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი , (ნაკვ. 13/13)
Decision
- Decision number
- 7851540
- Decision date
- 23 March 2026
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ნამორაძე
- Developer (company ID)
- 404569837
Parcel
- Cadastral code
- 01.18.06.013.057
- Owner
- შპს "კრწანისი როიალ რეზიდენსი" (404569837)
- Area
- 5,362 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.06.013.057Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11133496
- Status
- Not reviewed
- Registered
- 13 March 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 March 2026City answer
2026 წლის 13 მარტის №AR11133496 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 13 მარტის №AR11133496 განცხადებით მომართა ალექსანდრე ნამორაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 17 თებერვლის №7811656 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 თებერვლის №7811656 ბრძანებით, №01.18.06.013.057 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 17 თებერვლის №7811656 ბრძანებით შეთანხმებულ -2.95 ნიშნულის გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ყველა ავტოსადგომზე ინდივიდუალურად არ არის მითითებული ფართობები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ -2.95 ნიშნულის გეგმაზე, „2“, „3“, „5“, „6“, „9“, „10“, „12“ და „13“ ღერძებზე, „B-A'„ და „E' –V“ მონაკვეთებში შეცვლილია გეგმარება, კერძოდ გაუქმებულია კედლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამსახურის 2026 წლის 17 თებერვლის №7811656 ბრძანებით შეთანხმებული -2.95 ნიშნულის გეგმის იდენტური -2.95 ნიშნულის გეგმა, მხოლოდ ფართობების გასწორებით, გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 13 მარტის №AR11133496 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 March 2026Decision7851540 - Other
- 13 March 2026Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- ავტოსადგომის გეგმა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal