ქალაქი თბილისი , ნუცა ღოღობერიძის ქუჩა N9
Decision
- Decision number
- 7861218
- Decision date
- 27 March 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნინო ფარცხალაძე
- Developer (company ID)
- 405047701
Parcel
- Cadastral code
- 01.14.12.003.130
- Owner
- შპს "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ" (405047701)
- Area
- 5,213 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.12.003.130Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11135488
- Status
- Approved
- Registered
- 25 March 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 March 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 25 მარტს №AR11135488 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანებით, №01.14.12.003.130 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი III) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7710274 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის ბრძანებაში და შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 11 ნოემბრის №AR11116810 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. წინამდებარე განცხადებით განმარტებულია, რომ სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ კომერციული ფართობი 430.9 კვ.მ-ის ნაცვლად არის 455.49 კვ.მ., დამხმარე ფართობი 632.63 კვ.მ-ის ნაცვლად არის 840.6 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობი 16866.83 კვ.მ-ის ნაცვლად - 17099.39 კვ.მ. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 455.49 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 840.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 17099.39 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №7633233 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 March 2026Decision7861218 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal