OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 2ა

AR11135616Construction permitOther use27 March 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
7865031
Decision date
31 March 2026
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჯემალ ალიბეგაშვილი
Developer (company ID)
206043459

Parcel

Cadastral code
01.17.10.006.138
Owner
სააქციო საზოგადოება "ფეიქარი 95" (206043459)
Area
15,952 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11135616
Status
Rejected
Registered
27 March 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 March 2026City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 მარტს №AR11135616 განცხადებით მომართა ჯემალ ალიბეგაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7646038 და 2025 წლის 19 დეკემბრის №7747685 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7646038 ბრძანებით, №01.17.10.006.138 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 19 დეკემბრის №7747685 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2026 წლის 29 სექტემბრის №7646038 ბრძანებაში დემონტაჟის ვადასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7646038 და 2025 წლის 19 დეკემბრის №7747685 ბრძანებებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ მშენებლობის ორგანიზების პროექტში სადემონტაჟო შენობა-ნაგებობები არასწორად არის მითითებული, კერძოდ, „21/1, 22/1, 23/1 და 24/1“ შენობა-ნაგებობების ნაცვლად დაფიქსირებულია „22/1, 23/1 და 24/1“ შენობა-ნაგებობები. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორება. სამსახურმა შეთანხმებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ №AR11103752 და №AR11119941 განცხადებებით მოთხოვნილ იქნა №01.17.10.006.138 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, „22/1, 23/1 და 24/1“ შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროექტის შეთანხმება/დემონტაჟის ნებართვის გაცემა და დემონტაჟის ვადის გაგრძელება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის დემონტაჟის ორგანიზების პროექტი/კალენდარული გრაფიკი და საინფორმაციო დაფა-ბანერი. სამსახურის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეთანხმდა „22/1, 23/1 და 24/1“ შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროექტი/გაიცა დემონტაჟის ნებართვა და გაგრძელდა დემონტაჟის ვადა. შესაბამისად, სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7646038 და 2025 წლის 19 დეკემბრის №7747685 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომა სადემონტაჟო შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7646038 და 2025 წლის 19 დეკემბრის №7747685 ბრძანებებში არ ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7646038 და 2025 წლის 19 დეკემბრის №7747685 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 31 March 2026Decision7865031 - Refused
  3. 26 March 2026Files uploaded

Documents

Other files1

  • ჩასწორებული დოკუმენტაცია.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal