OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 41

AR11136131Construction permitOther use30 March 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
7867021
Decision date
2 April 2026
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი კირკიტაძე
Developer (company ID)
405008977

Parcel

Cadastral code
01.17.10.003.075
Owner
მარინე იოსავა (P/N: *********71)
Area
567 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11136131
Status
Rejected
Registered
30 March 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 April 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 30 მარტს №AR11136131 განცხადებით მომართა გიორგი კირკიტაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 17 თებერვლის №7811530 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურის 2026 წლის 25 მარტის № 7857607 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გიორგი კირკიტაძის მოთხოვნა სამსახურის 2026 წლის 17 თებერვლის №7811530 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე და განემარტა, რომ სამსახურის 2026 წლის 17 თებერვლის №7811530 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომა, მათ შორის +3.20 ნიშნულის გეგმაზე №4 კომერციულ ფართობთან და №9 საცხოვრებელი ბინის საზაფხულო ფართობთან დაკავშირებით, არ ფიქსირდება. ასევე, ეცნობა, რომ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის საპროექტო ობიექტში კონკრეტული ფართობის ფუნქციური დანიშნულების ცვლილება, საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც სამსახურს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7857607 გადაწყვეტილება), ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ განმცხადებლის მიერ 2026 წლის 30 მარტის №AR11136131 განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც გახდება წარმოდგენილი განცხადების არსებითი განხილვის საფუძველი. შესაბამისად, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურის 2026 წლის 25 მარტის № 7857607 გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელს, განცხადების განუხილველად უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 2 April 2026Decision7867021 - Refused
  3. 30 March 2026Files uploaded

Documents

Other files1

  • დოკუმენტაცია.zipOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal