OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, N 8

AR11136773Construction permitOther use2 April 2026- Samgori
Sign in to follow

Applicant

Name
ირმა ფუტკარაძე
Developer (company ID)
402288252

Parcel

Cadastral code
01.19.19.009.007
Owner
შპს იდეა ვარკეთილი (402288252)
Area
5,897 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11136773
Status
Approved
Registered
2 April 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 April 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში თქვენი 2026 წლის 02 აპრილის №AR11136773 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2025 წლის 02 მაისის №7466429 ბრძანებით შეთანხმდა №01.19.19.009.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №7486755 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 26 დეკემბრის №7753529 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №7486755 ბრძანებაში და გაგრძელდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა. ასევე გაცნობებთ, რომ 2026 წლის 12 მარტის №AR11132779 განცხადებით მოთხოვნილი იქნა ზემოაღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე სამსახურის მიერ დადგინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რომლის გამოსწორებისთვისაც განმცხადებელს განესაზღვრა შესაბამისი ვადა. აქვე, გაცნობებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, განახლებული დოკუმენტაცია სამსახურში წარმოდგენილი არ არის. დამატებით გაცნობებთ, რომ 2026 წლის 30 მარტის №AR11135980 განცხადებით მოთხოვნილი იქნა №01.19.19.009.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ნებართვის მიღება. აღნიშნულ განცხადებაზე, სამსახურის 2026 წლის 06 აპრილის №7872834 გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა გარკვეული სახის ხარვეზები, რომლის გამოსწორებისთვის განმცხადებელს განესაზღვრა შესაბამისი ვადა. გაცნობებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, განახლებული დოკუმენტაცია სამსახურში წარმოდგენილი არ არის. თქვენი შეტყობინება მიღებულია ცნობის სახით და ასახულია სამსახურის მონაცემთა ბაზაში. ამასთან გაცნობებთ, რომ სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal