OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთი, 26 მაისის ქუჩა, N 2

AR11138029Construction permitOther use22 April 2026- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
7911233
Decision date
7 May 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით გაჩეჩილაძე
Organization
52113
Developer (company ID)
204888817

Parcel

Cadastral code
01.20.01.065.067
Owner
შპს "ლუნა 2010" (204888817)
Area
840 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11138029
Status
Approved
Registered
22 April 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
15 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 May 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262715 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 22 აპრილს №AR11138029 განცხადებით მომართა დავით გაჩეჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262715 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262715 ბრძანებით, №01.20.01.065.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262715 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262715 ბრძანების საფუძელზე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882026226855, მომზადების თარიღი: 19/03/2026 წ.) თანახმად, №01.20.01.065.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლუნა 2010“ (ს/ნ: 204888817). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25045590; მომზადების თარიღი: 28/03/2025 წ.), შპს „ლუნა 2010“-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით გაჩეჩილაძე (პ/ნ: 01011003292). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262715 ბრძანება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს დავით გაჩეჩილაძის 2026 წლის 22 აპრილის №AR11138029 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262715 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 May 2026Decision7911233 - Granted
  3. 22 April 2026Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal