ქალაქი თბილისი , ბაგების სატყეო ტერიტორია , (ნაკვეთი 10/013) ; ქალაქი თბილისი , ბაგების სატყეო ტერიტორია , (ნაკვეთი N10/12)
Decision
- Decision number
- 7889982
- Decision date
- 22 April 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლაშა ჯიხვაშვილი
- Developer (company ID)
- 206311105
Parcel
- Cadastral code
- 01.20.01.175.001
- Owner
- შპს "დიენდელი" (206311105)
- Area
- 730 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.20.01.175.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11139092
- Status
- Approved
- Registered
- 21 April 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 April 2026Decision7889982 - Granted
- 22 April 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №6764361 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 21 აპრილს №AR11139092 განცხადებით მომართა ლაშა ჯიხვაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №6764361 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №6764361 ბრძანებით, №01.20.01.175.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს 2023 წლის 17 ნოემბრის №6764361 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მიღებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882023999402, მომზადების თარიღი: 22/09/2023 წ.) თანახმად, №01.20.01.175.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დაფიქსირებულია შპს “დიენდელი“ (ს/ნ: 206311105). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23169640; მომზადების თარიღი: 21/11/2023 წ.), შპს “დიენდელის“ საფირმო სახელწოდებას, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „პროპერი დი ენდ ელისი“ (ს/ნ: 206311105), ხოლო მის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლაშა ჯიხვაშვილი (პ/ნ: 01004006087). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №6764361 ბრძანება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ლაშა ჯიხვაშვილის 2026 წლის 21 აპრილის №AR11139092 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №6764361 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal